https://sputnik-georgia.com/20230915/amilaxvari-vali-gaunuldebat-statussecerebul-studentebs-282308871.html
განათლების მინისტრი - ვალი გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
განათლების მინისტრი - ვალი გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
Sputnik საქართველო
სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათი საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T19:01+0400
2023-09-15T19:01+0400
2023-09-16T21:27+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
გიორგი ამილახვარი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396243_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_43e6c9bbfeefb0ed8cad97e0ce1e8232.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. უმაღლესი სასწავლებლების მიმართ არსებული დავალიანება ყველა იმ სტუდენტს გაუნულდება, ვისაც სტატუსი ბოლო 5 წლის განმავლობაში შეუჩერდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, დავალიანება ჩამოეწერებათ.თუ ამას ახლა ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი, განულებული ექნებათ და კანონით სადამდეც ექნებათ აღდგენის უფლება, მაშინ შეძლებენ სტატუსის აღდგენას – იქნება ეს მომავალ წელს თუ იმის შემდეგ წელს, განაცხადა გიორგი ამილახვარმა.სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ>>მინისტრის თქმით, ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ხელახლა უწევს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათი საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396243_396:198:1952:1365_1920x0_80_0_0_011ab91c0ad2ddb83d19a51413719205.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
განათლების მინისტრი - ვალი გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
19:01 15.09.2023 (განახლებულია: 21:27 16.09.2023) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათი საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. უმაღლესი სასწავლებლების მიმართ არსებული დავალიანება ყველა იმ სტუდენტს გაუნულდება, ვისაც სტატუსი ბოლო 5 წლის განმავლობაში შეუჩერდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, დავალიანება ჩამოეწერებათ.
„ვალს გავუნულებთ ყველა ბოლო ხუთი წლის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სტატუსს როდის აღიდგენენ. შესაძლებელია, ეს იყოს წელსვე, გვინდა ასე მოვასწროთ. ამიტომაც გამოცხადდა დღეს, რათა წლევანდელ სასწავლო წელსვე შეძლონ სწავლის დაწყება“, – აღნიშნა მინისტრმა.
თუ ამას ახლა ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი, განულებული ექნებათ და კანონით სადამდეც ექნებათ აღდგენის უფლება, მაშინ შეძლებენ სტატუსის აღდგენას – იქნება ეს მომავალ წელს თუ იმის შემდეგ წელს, განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ხელახლა უწევს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
„ამ შემთხვევაში ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა – ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი, მას შეეხება გადაწყვეტილება, რადგან შეწყვეტილზე აზრი აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათი საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია.