https://sputnik-georgia.com/20230915/------20----282313421.html
რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება
რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რაჭისა და გურიის რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს... 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T21:07+0400
2023-09-15T21:07+0400
2023-09-16T22:22+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სტიქიური მოვლენები
გურია
მეწყერი რაჭაში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0d/281195826_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_0e23204905dff636a0eec8287635a1fd.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რაჭისა და გურიის რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.აგვისტოსა და სექტემბერში რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბურმა მეწყერმა და ღვარცოფმა, ასევე მდინარეების ადიდების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა, წინასწარი შეფასებით, ასობით ათასი ლარის ზარალი გამოიწვია. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.ერთი თვით ადრე კი რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერმა 32 ადამიანი შეიწირა, ერთი დაკარგულის ძებნა დღემდე გრძელდება. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0d/281195826_199:0:1735:1152_1920x0_80_0_0_52a3b189247d50e526279e74587be8af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სტიქიური მოვლენები, გურია , მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სტიქიური მოვლენები, გურია , მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რაჭისა და გურიის რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
აგვისტოსა და სექტემბერში რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბურმა მეწყერმა და ღვარცოფმა, ასევე მდინარეების ადიდების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა, წინასწარი შეფასებით, ასობით ათასი ლარის ზარალი გამოიწვია. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება. ეს თანხები, ძირითადად, მიმართული იქნება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაზე როგორც რაჭაში, ისე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარი სწორედ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
ერთი თვით ადრე კი რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერმა 32 ადამიანი შეიწირა, ერთი დაკარგულის ძებნა დღემდე გრძელდება. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.