https://sputnik-georgia.com/20230915/-------282315757.html
რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება გურიაში ახალი საცხოვრებელი სახლით?
რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება გურიაში ახალი საცხოვრებელი სახლით?
Sputnik საქართველო
გურიაში სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T23:37+0400
2023-09-15T23:37+0400
2023-10-18T17:38+0400
საქართველო
სტიქიური მოვლენები
გურია
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280964728_139:323:1461:1066_1920x0_80_0_0_35d8ebe6d39eeb0a6fc24233ab4ec10f.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს და კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს, 15 სექტემბერს დააანონსა კომპენსაციის გაცემა რეგიონის იმ მოსახლეობისთვის, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისია.მისი თქმით, კომპენსაციის ხარჯებმა შეიძლება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ინფორმაციას რამდენიმე დღეში წარმოადგენს.შოვისა და გურიის ტრაგედია: დაღუპულთა ოჯახები 20 ათას ლარს მიიღებენ>>>ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახები 20 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280964728_229:391:1129:1066_1920x0_80_0_0_261eee5d9f164be65d2d22bb903f66a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება გურიაში ახალი საცხოვრებელი სახლით?
23:37 15.09.2023 (განახლებულია: 17:38 18.10.2023) გურიაში სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს და კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს, 15 სექტემბერს დააანონსა კომპენსაციის გაცემა რეგიონის იმ მოსახლეობისთვის, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისია.
„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი 200-ს აჭარბებს. მას შემდეგ, რაც ეს სახლები სრულად შეფასდება და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე – საშიშია თუ არა, შესაძლებელია თუ არა მასში ცხოვრება, ამის შემდეგ ჩვენ გავცემთ კომპენსაციას ან თანხას, ან სახლებს შევიძენთ, ან უკვე აშენებულს შევთავაზებთ“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, კომპენსაციის ხარჯებმა შეიძლება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ინფორმაციას რამდენიმე დღეში წარმოადგენს.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახები 20 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.