რატომ ვერ შეძლო ყველა სკოლამ მოსწავლეების მიღება? მინისტრის განმარტება

© Ministry of Education and Science of Georgiaგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
საქართველოში 880 სკოლის მშენებლობისა და განახლების პროგრამა 2023 წელს დაიწყო.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო საქართველოს ათობით სკოლამ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეების მიღება ვერ შეძლო, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 2.308 სკოლაა, აქედან 2.086 საჯარო და 222 კერძო სკოლა.

„საქართველოში პარალელურ რეჟიმში 400 სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს გავხსენით ერთი, თუმცა ჯერ კიდევ არის ათობით სკოლა, რომლებსაც ეტაპობრივად გავხსნით. ვიცი ამ პრობლემის შესახებ და ასევე ცნობილია ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორების მიმართ – იქნება მკაცრი მიდგომა“, – განაცხადა ამილახვარმა.

სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვები სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩნენ, აღნიშნა მან.

„ყველა ბავშვი გადანაწილებულია ახლომდებარე სკოლებში და საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად ისინი უზრყნველყოფილი არიან ყველა იმ სერვისით, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა ამილახვარმა.

საქართველოში 880 სკოლის მშენებლობისა და განახლების პროგრამა 2023 წელს დაიწყო. პროგრამა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დაფინანსება 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0