https://sputnik-georgia.com/20230914/stiqiuri-ubedurebis-sedegebi-guriasi-gansaxleba-282275522.html
სტიქიური უბედურების შედეგები გურიაში: აუცილებელია 300-ზე მეტი ოჯახის განსახლება
სტიქიური უბედურების შედეგები გურიაში: აუცილებელია 300-ზე მეტი ოჯახის განსახლება
Sputnik საქართველო
ჰუმანიტარული დახმარება 1,2 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T17:01+0400
2023-09-14T17:01+0400
2023-10-18T17:18+0400
გურია
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267468884_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_409f59f34267f999f2251d170a4dc4c5.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გეოლოგებმა სტიქიური უბედურის ზონაში - გურიაში 643 სახლი შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 306 ოჯახი უნდა გადასახლდეს, განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ. ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის რაიონის 15 და ოზურგეთის რაიონის 22 დასახლებულ პუნქტში. მისი ინფორმაციით, ამ დღეებში ჰუმანიტარული დახმარება გაეწია 1,2 ათასზე მეტ ოჯახს. ჩაკეტილი უბანი ფაქტობრივად არცერთ სოფელში აღარ არის. „ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს", – აღნიშნა ურუშაძემ. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათის 30 აბონენტს, ხოლო გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას", ასევე Socar Georgia Gas-ის ჯგუფები. ისინი ამ ხარვეზის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობენ. ახალი ხიდი და დროებითი გზა - როგორ უმკლავდება გურია სტიქიის შედეგებს>>„რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია", – განაცხადა ურუშაძემ. მისი თქმით, ლანჩხუთის ორ – ჩოჩხათისა და შრომისუბნის საჯარო სკოლებში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება. რეგიონის დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი, როგორც ყველგან, 15 სექტემბერს დაიწყება.დაზარალებული სოფლების მოსახლეობას აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).
გურია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267468884_181:0:1166:739_1920x0_80_0_0_da1c852ddeca5e826bac6ffccf50b04c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გურია , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გურია , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სტიქიური უბედურების შედეგები გურიაში: აუცილებელია 300-ზე მეტი ოჯახის განსახლება
17:01 14.09.2023 (განახლებულია: 17:18 18.10.2023) ჰუმანიტარული დახმარება 1,2 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გეოლოგებმა სტიქიური უბედურის ზონაში - გურიაში 643 სახლი შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 306 ოჯახი უნდა გადასახლდეს, განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის რაიონის 15 და ოზურგეთის რაიონის 22 დასახლებულ პუნქტში.
„გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას... სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 514 ოჯახი", – განუცხადა ჟურნალისტებს ურუშაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ დღეებში ჰუმანიტარული დახმარება გაეწია 1,2 ათასზე მეტ ოჯახს. ჩაკეტილი უბანი ფაქტობრივად არცერთ სოფელში აღარ არის.
„ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს", – აღნიშნა ურუშაძემ.
ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათის 30 აბონენტს, ხოლო გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას", ასევე Socar Georgia Gas-ის ჯგუფები. ისინი ამ ხარვეზის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობენ.
„რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია", – განაცხადა ურუშაძემ.
მისი თქმით, ლანჩხუთის ორ – ჩოჩხათისა და შრომისუბნის საჯარო სკოლებში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება. რეგიონის დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი, როგორც ყველგან, 15 სექტემბერს დაიწყება.
დაზარალებული სოფლების მოსახლეობას აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).