სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრას

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
გაირკვა, რომ ექს-პრეზიდენტი ბიუჯეტის ფულს საკუთარ საჭიროებებზე ხარჯავდა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. დადასტურდა დანაშაულებრივი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის სახსრებს კერძო ფრენებზე ხარჯავდა და ეს გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანიას შორის ფორმდებოდა საიდუმლო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 100-მდე მოგზაურობას ახორციელებდა. ეს იყო კერძო და სამთავრობო ვიზიტები.
მასმედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსა და „ჯორჯიან ეარვეისს" შორის 24 მილიონი ლარის ჩარჩო-ხელშეკრულება დაიდო; აქედან სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ყველა შეთანხმდა ერთ აზრზე, რომ თურმე ქვეყნის პირველი პირის ჩარტერებით ფრენა ყოფილა დანაშაული. ოპოზიციას მოუწია აღიარება, ამდენწლიანი ტყუილი კამპანიის ფონზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ ნაწილშიც სისხლის სამართლის დამნაშავე... რეალურად დადასტურდა ახალი, დიდი დანაშაულებრივი ფაქტი, რომ ამ ამაზრზენი პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად ჩარტერებით დაფრინავდნენ. ჩემი აზრით, ეს გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს", – განაცხადა მდინარაძემ.

გამოძიების დაწყების აუცილებლობაში დარწმუნებულია „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილიც.
„ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დასაწყებია. ეს უნდა განსაზღვროს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ... მოკვლევა არის დასაწყები და შემდეგ უკვე პროკურატურა განსაზღვრავს, აქ საქმე უნდა აღიძრას, ვინმე პასუხისგებაში უნდა მიეცეს თუ არა.
იმაში, რომ სააკაშვილი, როდესაც პრეზიდენტი იყო, ბიუჯეტის ფულს პირადი საჭიროებებისთვის ხარჯავდა, დარწმუნებულია ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
სააკაშვილის კერძო ფრენებს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა - თამაზ გაიაშვილი>>
ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო რესურსს „საგულაოდ“ იყენებდა და ქალებს და არა მხოლოდ ქალებს საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით... ამიტომაც გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება", – განაცხადა ელისაშვილმა.
ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. სააკაშვილს 2014 წლის ივლისში სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ სიაში შედის ლონდონში შეძენილი 28600 დოლარის ღირებულების პიჯაკები და ქაშმირის სპორტული პალტო, ისევე, როგორც სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი 2009-2012 წლებში სააკაშვილის პირად საჭიროებებზე დაიხარჯა, კერძოდ, „უცხოელი მზარეულების, მასაჟისტების, კოსმეტოლოგების და დიზაინერის მომსახურების საფასურის გადახდაზე".
ყველა ახალი ამბავი
0