https://sputnik-georgia.com/20230914/iliunis-senobastan-dakavsirebuli-problema-seeqmna-detalebi-282263277.html
ილიაუნს შენობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა - დეტალები
ილიაუნს შენობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა - დეტალები
Sputnik საქართველო
ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში შესვლა სახიფათო აღმოჩნდა. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T10:06+0400
2023-09-14T10:06+0400
2023-09-14T15:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23746/38/237463884_0:44:1000:607_1920x0_80_0_0_c0b98d6865146bf69086f246cb608f21.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ილიაუნი), შემდეგ კი უნივერსიტეტთან არსებულმა ბავშვთა განვითარების ინსტიტუტმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განაცხადეს C კორპუსის შენობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, სადაც აღნიშნული ინსტიტუტი და უნივერსიტეტის რამდენიმე კათედრა ფუნქციონირებს.თბილისის ცენტრალურ რაიონში მდებარე ილიას უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს იწყება, პარალელურად მუშაობას განაახლებს ინსტიტუტი, სადაც ფუნქციონირებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, რომელშიც 82 ბავშვი სწავლობს.ამასთან დაკავშირებით ინსტიტუტმა სასწავლო პროცესის სხვა კორპუსებში გადატანა და C კორპუსის დახურვა გადაწყვიტა.თბილისის მერიაში, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიას აფინანსებს, განაცხადეს, რომ მზად არიან ბავშვები სხვა ცენტრებში გადაანაწილონ.თბილისში დაბადებული და მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის ხარჯებს ქალაქის ადმინისტრაცია სრულად ფარავს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, რომელშიც სულ 1850 ბავშვია რეგისტრირებული.თავის მხრივ, ილიაუნის კანცლერმა ქეთი ლაკირბაიამ განაცხადა, რომ თავად უნივერსიტეტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ბავშვების სხვა ცენტრებში უმტკივნეულო განაწილებაზე.„ბავშვთა განვითარების ინსტიტუტს ესაჭიროება გარკვეული ფართები, მაგალითად, სენსორული ოთახი, თერაპიული კაბინეტები, ამიტომ მათი ჩვეულებრივ კლასებში განაწილება შეუძლებელია. შესაბამისად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, რათა მათი გადანაწილება განხორციელდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ – ბენეფიციარების ინტერესებისა და სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლაკირბაიამ.რაც შეეხება თავად შენობას, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ დადო დასკვნა მის ავარიულობაზე, ამ დროისათვის უცნობია.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ მათ შენობაში ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. დღეისათვის იგი საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის საქმიანობა 11 კორპუსში მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23746/38/237463884_66:0:934:651_1920x0_80_0_0_56173dc52bcb129e0ab0ce205d4e24a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
ილიაუნს შენობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა - დეტალები
10:06 14.09.2023 (განახლებულია: 15:16 14.09.2023) ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში შესვლა სახიფათო აღმოჩნდა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ილიაუნი), შემდეგ კი უნივერსიტეტთან არსებულმა ბავშვთა განვითარების ინსტიტუტმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განაცხადეს C კორპუსის შენობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, სადაც აღნიშნული ინსტიტუტი და უნივერსიტეტის რამდენიმე კათედრა ფუნქციონირებს.
თბილისის ცენტრალურ რაიონში მდებარე ილიას უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს იწყება, პარალელურად მუშაობას განაახლებს ინსტიტუტი, სადაც ფუნქციონირებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, რომელშიც 82 ბავშვი სწავლობს.
„აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი სხვა პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“, – ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით ინსტიტუტმა სასწავლო პროცესის სხვა კორპუსებში გადატანა და C კორპუსის დახურვა გადაწყვიტა.
თბილისის მერიაში, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიას აფინანსებს, განაცხადეს, რომ მზად არიან ბავშვები სხვა ცენტრებში გადაანაწილონ.
„იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა არ მოხდება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
თბილისში დაბადებული და მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის ხარჯებს ქალაქის ადმინისტრაცია სრულად ფარავს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, რომელშიც სულ 1850 ბავშვია რეგისტრირებული.
თავის მხრივ, ილიაუნის კანცლერმა ქეთი ლაკირბაიამ განაცხადა, რომ თავად უნივერსიტეტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ბავშვების სხვა ცენტრებში უმტკივნეულო განაწილებაზე.
„ბავშვთა განვითარების ინსტიტუტს ესაჭიროება გარკვეული ფართები, მაგალითად, სენსორული ოთახი, თერაპიული კაბინეტები, ამიტომ მათი ჩვეულებრივ კლასებში განაწილება შეუძლებელია. შესაბამისად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, რათა მათი გადანაწილება განხორციელდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ – ბენეფიციარების ინტერესებისა და სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლაკირბაიამ.
რაც შეეხება თავად შენობას, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ დადო დასკვნა მის ავარიულობაზე, ამ დროისათვის უცნობია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ მათ შენობაში ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. დღეისათვის იგი საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის საქმიანობა 11 კორპუსში მიმდინარეობს.