პაპუაშვილი: ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
პოლიტიკოსის აზრით, გასულ წელს ევროკავშირის მიერ არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირი უნდა გაერკვეს, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოს კეთილმოსურნე არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯერზე მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი აზრით, გასულ წელს საქართველოსთან მიმართებით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა>>>
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებამდე ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეპ ბორელის თბილისში ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჯოზეფ ბორელის ვიზიტი, სადაც პოლიტიკურად მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრები. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, რეკომენდაციებზე საუბარი, გავცვალეთ მნიშვნელოვანი იდეები, თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის. პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟოზეპ ბორელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასულ კვირაში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0