ვილი სანიოლმა ნორვეგია-საქართველოს მატჩის მთავარი მსაჯი გააკრიტიკა

© photo: Sputnikვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შენიშვნებს ნორვეგიელების მწვრთნელი შტალ სობაკენიც დაეთანხმა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგია–საქართველოს მატჩზე ძირითადი დროისთვის მხოლოდ სამი წუთის დამატების გამო მონტენეგროელი მსაჯი გააკრიტიკა.
საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან ევრო 2024-ის შესარჩევი მეხუთე მატჩში 1:2 წააგო. ეს ქართველი ფეხბურთელების ზედიზედ მესამე მარცხია.

„მას ვუთხარი, რომ მხოლოდ სამი წუთის დამატება უსამართლობაა. არავინ იცის, მეტი რომ დაემატებინა, გავათანაბრებდით თუ არა ანგარიშს. შესაძლოა, ნორვეგიას მესამე გოლი გაეტანა, მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეულ პატივისცემას ვიმსახურებთ. არბიტრი ისე მელაპარაკა, თითქოს ფეხბურთის უცოდინარი ვიყავი", – განაცხადა სანიოლმა.

მთავარი მწვრთნელის თქმით, დამატებით დროში შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ რთული დარტყმა ნორვეგიელმა მეკარე ნიულანდმა მოიგერია.
„ამის შემდეგ მსაჯმა თამაში სწრაფად დაასრულა. ნორვეგია ბურთს ჩვენზე მეტად ფლობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. საერთო ჯამში, ნორვეგიაზე უკეთესი შანსები შევქმენით, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ", – აღნიშნა სანიოლმა.
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდა>>
ქართული გუნდის მწვრთნელის შენიშვნას დაეთანხმა ნორვეგიელების მწვრთნელი შტალ სობაკენიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსაჯმა კრიტიკა დაიმსახურა.
გუნდების მდგომარეობა А ჯგუფში:
შოტლანდია - 5 თამაში, 15 ქულა
ესპანეთი - 4 თამაში, 9 ქულა
ნორვეგია - 5 თამაში, 7 ქულა
საქართველო - 5 თამაში, 4 ქულა
კვიპროსი - 5 თამაში, 0 ქულა
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს თბილისში კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომლის მთავარი მწვრთნელი ქართველი თემურ ქეცბაიაა.
ყველა ახალი ამბავი
0