https://sputnik-georgia.com/20230912/evro-2024-saqartvelos-nakrebi-sesarcev-matcsi-norvegiastan-damarxcda-282211486.html
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდა
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს კვიპროსის წინააღმდეგ თბილისში გამართავენ 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T23:39+0400
2023-09-12T23:39+0400
2023-09-13T01:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282209899_0:66:1440:876_1920x0_80_0_0_ca85493a901a6598798a1ef32c90eec5.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრები ოსლოში ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. ფორვარდების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის წყვილმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე შედარებით სახიფათო მომენტი შექმნა.პირველი ტაიმის 25-ე წუთზე სურათი შეიცვალა - მეტოქეებმა დომინირება დაიწყეს. ანტონიო ნუსას ერთ-ერთი პასი საჯარიმოში ერლინგ ჰოლანდის გოლით დასრულდა - 1:0. 12 წუთის შემდეგ იმავე ნუსას ჩაწოდებით მარტინ ედეგორმა ანგარიში გაზარდა - 2:0.მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა თავდამსხმელი მიქაუტაძე/დავითაშვილის წყვილი ზივზივაძე/ჩაკვეტაძის დუეტით შეცვალა.შეცვლამ მოგვიანებით შედეგი გამოიღო. დამატებით დროში თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა - 1:2. ბოლო წუთებში გოლის გატანის შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ქართველი თავდამსხმელის დარტყმა მოიგერია.მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარის მიმართულებით სულ ექვსჯერ დაარტყა. ნორვეგიელებმა - 15-ჯერ. ვილი სანიოლის შეგირდებს არცერთი კუთხური არ ჩაუწოდებიათ.პარალელურად А ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა - ესპანეთი კვიპროსს შეხვდა. ესპანელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ყველა შეტევა დასაწყისშივე ჩაახშეს - 6:0. ახლა ისინი შოტლანდიის ნაკრებს 6 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ერთი თამაში კიდევ წინ აქვთ.А ჯგუფში გუნდების შედეგები:მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები გამართავს 15 ოქტომბერს თბილისში კვიპროსის ნაკრებთან, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282209899_92:0:1348:942_1920x0_80_0_0_e73e8960a9de258c79961163e0ee2eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდა
23:39 12.09.2023 (განახლებულია: 01:39 13.09.2023) მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს კვიპროსის წინააღმდეგ თბილისში გამართავენ
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრები ოსლოში ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. ფორვარდების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის წყვილმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე შედარებით სახიფათო მომენტი შექმნა.
პირველი ტაიმის 25-ე წუთზე სურათი შეიცვალა - მეტოქეებმა დომინირება დაიწყეს. ანტონიო ნუსას ერთ-ერთი პასი საჯარიმოში ერლინგ ჰოლანდის გოლით დასრულდა - 1:0. 12 წუთის შემდეგ იმავე ნუსას ჩაწოდებით მარტინ ედეგორმა ანგარიში გაზარდა - 2:0.
მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა თავდამსხმელი მიქაუტაძე/დავითაშვილის წყვილი ზივზივაძე/ჩაკვეტაძის დუეტით შეცვალა.
შეცვლამ მოგვიანებით შედეგი გამოიღო. დამატებით დროში თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა - 1:2. ბოლო წუთებში გოლის გატანის შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ქართველი თავდამსხმელის დარტყმა მოიგერია.
მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარის მიმართულებით სულ ექვსჯერ დაარტყა. ნორვეგიელებმა - 15-ჯერ. ვილი სანიოლის შეგირდებს არცერთი კუთხური არ ჩაუწოდებიათ.
პარალელურად А ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა - ესპანეთი კვიპროსს შეხვდა. ესპანელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ყველა შეტევა დასაწყისშივე ჩაახშეს - 6:0. ახლა ისინი შოტლანდიის ნაკრებს 6 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ერთი თამაში კიდევ წინ აქვთ.
А ჯგუფში გუნდების შედეგები:
1.
შოტლანდია – 5 თამაში, 15 ქულა
2.
ესპანეთი – 4 თამაში, 9 ქულა
3.
ნორვეგია – 5 თამაში, 7 ქულა
4.
საქართველო – 5 თამაში, 4 ქულა
5.
კვიპროსი – 5 თამაში, 0 ქულა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები გამართავს 15 ოქტომბერს თბილისში კვიპროსის ნაკრებთან, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.