ქართველ სამხედროებს მეწარმეობის შესწავლაში დაეხმარებიან

© Courtesy of Ministry of Defence of Georgia ზაზა ჩოხელი და ირაკლი გაბრიაძე
ზაზა ჩოხელი და ირაკლი გაბრიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ „აწარმოე საქართველოში“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩოხელმა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გაბრიაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე შესაბამისი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობას.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ენერგეტიკის სექტორსაც დააფინანსებს >>
„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0