პუტინი: მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობები უპრეცედენტო დონეზეა

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უპრეცედენტო ისტორიულ დონეზეა, ქვეყნების ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ჩჟან გოცინთან შეხვედრისას.
პუტინის თქმით, ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანამდებობაზე ხელახალი არჩევის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი სწორედ რუსეთში განახორციელა მიმდინარე წლის მარტში.

„ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში უპრეცედენტო ისტორიულ დონეზეა. როგორც თქვენ თქვით, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ერთობლივ მუშაობას", — განაცხადა პუტინმა.

აღმოსავლეთის VIII ეკონომიკური ფორუმი 2023 წლის 10-13 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის (DEFU) კამპუსის ტერიტორიაზე იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0