კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა მშობიარობასა და საკეისრო კვეთას შეეხება

© Depositphotos.com / EugeneGensyurovksyორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დანერგილი კლინიკების დაფინანსების საერთაშორისო სისტემა DRG (Diagnostic Related Group) მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის (ჭიპლარის გადაჭრიდან სიცოცხლის 28-ე დღემდე) ინტენსიურ მკურნალობას შეეხება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
DRG-ს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოში - ბოლო მონაცემები >>
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და გამოსავლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის.
DRG უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, კონკურენციის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები არიან.
სტაციონარული მკურნალობა საქართველოს საავადმყოფოებში - ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს? >>
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფომ კლინიკების მიერ პაციენტებისთვის გაწეული მომსახურება ჯამში 524 მილიონი ლარით დააფინანსა.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.
თუ ადრე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
ყველა ახალი ამბავი
0