თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© courtesy of JSC Telasiმაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გელათის, არარატის, დუშეთის, ალაზნის და არმაზის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბენდელიანის, სანერგის, დიდი ჯიხაიშის და იმერეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
24:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV V კვარტლების, ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ჟღენტის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ფატმანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
24:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0