ნარკოტიკებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა: საქართველოში უკრაინელი ქალი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerტაძრის ეზო
ტაძრის ეზო - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაცია დღის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, გაიზრდება დაკავებულთა რიცხვიც.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ათავსებდა სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.
სპეცოპერაცია 12 სექტემბრის დილით საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ერთდროულად დაიწყო. უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. სამართალდამცველებმა განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩაწერა.

„დაკავებულია უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით", – განაცხადა კუპატაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა – ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ირანის, ნიგერიის, იემენის მოქალაქეები.
ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, „ალფა-პვპ“, მარიხუანა და ა.შ.
„ალბათ, საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებენ, მათ შორის სადარბაზოებში, სასაფლაოებზე, სკვერებში, პარკებში და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას", – განაცხადა კუპატაძემ.
მისი თქმით, სპეცოპერაცია დღის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, გაიზრდება დაკავებულთა რიცხვიც.
ყველა ახალი ამბავი
0