https://sputnik-georgia.com/20230911/vitareba-guriasi-bolo-monacemebi-282155921.html
ვითარება გურიაში: ბოლო მონაცემები
ვითარება გურიაში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
სტიქიური უბედურების ზონაში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T13:02+0400
2023-09-11T13:02+0400
2023-10-18T15:55+0400
გურია
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282315284_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_154f690353686c9c49e2d83a0da8d276.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მაშველები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას სტიქიური უბედურების ზონაში - გურიაში. გუშინ, გვიან საღამოს მათ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წიაღუბნიდან კიდევ შვიდი მოქალაქის გამოყვანა შეძლეს. ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. ამ დროისათვის მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები, მოზარდები, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 110 ადამიანი სასტუმროებში განათავსა. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები. გეოლოგები ვითარებას ადგილზე სწავლობენ. „ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს გურია“, - ილია მეორე რეგიონში მომხდარ ტრაგედიაზე>>მოსახლეობას დახმარებისთვის შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).
გურია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282315284_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_4f06161229bf5805ba509f2d5e024e47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გურია , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გურია , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ვითარება გურიაში: ბოლო მონაცემები
13:02 11.09.2023 (განახლებულია: 15:55 18.10.2023) სტიქიური უბედურების ზონაში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მაშველები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას სტიქიური უბედურების ზონაში - გურიაში. გუშინ, გვიან საღამოს მათ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წიაღუბნიდან კიდევ შვიდი მოქალაქის გამოყვანა შეძლეს.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები. სამუშაოები გრძელდება", – განაცხად ლანჩხუთის რაიონის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და დასძინა, რომ ყველა ოჯახი, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან დახმარება სჭირდება, იქნება ეს კვების პროდუქტები თუ პირადი ჰიგიენის საგნები, უზრუნველყოფილი იქნება.
ამ დროისათვის მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები, მოზარდები, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 110 ადამიანი სასტუმროებში განათავსა.
რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები. გეოლოგები ვითარებას ადგილზე სწავლობენ.
მოსახლეობას დახმარებისთვის შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).