https://sputnik-georgia.com/20230910/rmertma-dalocos-da-akurtxos-guria-ilia-meore-regionsi-momxdar-tagediaze-282151867.html
„ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს გურია“, - ილია მეორე რეგიონში მომხდარ ტრაგედიაზე
„ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს გურია“, - ილია მეორე რეგიონში მომხდარ ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
გურიაში მომხდარი მოვლენები ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელება იყო, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა 10.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-10T23:31+0400
2023-09-10T23:31+0400
2023-09-11T01:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
გურია
სტიქიური მოვლენები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0a/282137919_0:300:1601:1200_1920x0_80_0_0_dbebc81ffddfa6821663ab914e6285b4.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უფალს გურიის რეგიონისთვის, რომელსაც დამანგრეველი მეწყერი დაატყდა, უფალს კურთხევა და მშვიდობა შეევედრა.პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გურიის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები, ჩამოწვა მეწყრები. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ერთი თვით ადრე რაჭის კურორტ შოვში მომაკვდინებელი მეწყერის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ეძებენ.ილია მეორემ აღნიშნა, რომ სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა.სტიქიური უბედურება გურიაში: რამდენი ოჯახი ექვემდებარება გასახლებას >>„უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. მანამდე მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0a/282137919_0:0:1601:1200_1920x0_80_0_0_b4119b1bb56b7216501f4743e8326456.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, გურია , სტიქიური მოვლენები, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, გურია , სტიქიური მოვლენები, საქართველოს საპატრიარქო
„ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს გურია“, - ილია მეორე რეგიონში მომხდარ ტრაგედიაზე
23:31 10.09.2023 (განახლებულია: 01:24 11.09.2023) გურიაში მომხდარი მოვლენები ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელება იყო, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უფალს გურიის რეგიონისთვის, რომელსაც დამანგრეველი მეწყერი დაატყდა, უფალს კურთხევა და მშვიდობა შეევედრა.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გურიის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები, ჩამოწვა მეწყრები. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ერთი თვით ადრე რაჭის კურორტ შოვში მომაკვდინებელი მეწყერის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ეძებენ.
„აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა.
„უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. მანამდე მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.