https://sputnik-georgia.com/20230910/stiqiuri-ubedureba-guriasi-specialistebi-senobebs-amowmeben-da-rekomendaciebs-izlevian-282140980.html
სტიქიური უბედურება გურიაში: რამდენი ოჯახი ექვემდებარება გასახლებას
სტიქიური უბედურება გურიაში: რამდენი ოჯახი ექვემდებარება გასახლებას
Sputnik საქართველო
მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს. 10.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-10T17:47+0400
2023-09-10T17:47+0400
2023-10-17T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
გურია
საქართველოს რეგიონები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/11/282328670_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b8fc83a5e56dce40e112a30278bd59fa.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც გურიის რეგიონში სტიქიის ზონაში ვითარებას სწავლობენ, საფრთხის დონის შემცირება დააფიქსირეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გურიის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები, ჩამოწვა მეწყრები, წაღებულია ხიდები, საცხოვრებელი სახლები და სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის.„ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.ასევე აღინიშნა, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.ამ დროისთვის რეგიონში საშიში ზონებიდან ევაკუირებულია დაახლოებით 100 ოჯახი. ადგილობრივმა ხელისუფლება ისინი სასტუმროებში დააბინავა. კიდევ 100 ადამიანი დამოუკიდებლად ნათესავებთან გაემგზავრა.რა ხდება სტიქიის ზონაში: ბოლო მონაცემები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან >>გურიაში სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას მაშველები, ასევე შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას და მოსახლეობის დახმარებას.ელექტრო-და გაზგამანაწილებელი კომპენიები დილიდან დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაოებენ. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს მალე აღუდგება. ლანჩხუთის რაიონში წყალმომარაგება სრულად აღდგა.გურიის რეგიონში მეწყრის ჩამოწოლის და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონების მცხოვრებლებს შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ შემდეგ ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობა).
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/11/282328670_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_3a0079fab00d3e159aace015558e128b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია , საქართველოს რეგიონები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია , საქართველოს რეგიონები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
სტიქიური უბედურება გურიაში: რამდენი ოჯახი ექვემდებარება გასახლებას
17:47 10.09.2023 (განახლებულია: 17:42 17.10.2023) მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც გურიის რეგიონში სტიქიის ზონაში ვითარებას სწავლობენ, საფრთხის დონის შემცირება დააფიქსირეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გურიის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები, ჩამოწვა მეწყრები, წაღებულია ხიდები, საცხოვრებელი სახლები და სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
„ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის.
„ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნა, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.
ამ დროისთვის რეგიონში საშიში ზონებიდან ევაკუირებულია დაახლოებით 100 ოჯახი. ადგილობრივმა ხელისუფლება ისინი სასტუმროებში დააბინავა. კიდევ 100 ადამიანი დამოუკიდებლად ნათესავებთან გაემგზავრა.
გურიაში სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას მაშველები, ასევე შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას და მოსახლეობის დახმარებას.
ელექტრო-და გაზგამანაწილებელი კომპენიები დილიდან დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაოებენ. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს მალე აღუდგება. ლანჩხუთის რაიონში წყალმომარაგება სრულად აღდგა.
გურიის რეგიონში მეწყრის ჩამოწოლის და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონების მცხოვრებლებს შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ შემდეგ ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობა).