https://sputnik-georgia.com/20230910/ra-xdeba-stiqiis-zonasi-bolo-monacemebi-lancxutis-municipalitetidan-282134026.html
რა ხდება სტიქიის ზონაში: ბოლო მონაცემები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან
რა ხდება სტიქიის ზონაში: ბოლო მონაცემები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან
Sputnik საქართველო
ორი დღის წინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. 10.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-10T11:45+0400
2023-09-10T11:45+0400
2023-10-17T17:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0a/282140220_128:0:1152:576_1920x0_80_0_0_88bbc07b35de96bd736be94b777a05af.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღდგენისთვის, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ.ბოლო მონაცემებით, სტიქიას გურიაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.გამყრელიძის განცხადებით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.ამ დროისთვის კვლავ რთული ვითარებაა ჩოჩხათის თემის ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში.„კიდევ დამატებით 100 კაცამდეა, რომლებმაც საკუთარი ნებით და ძალებით გადაწყვიტა სხვაგან წასვლა. ამ ეტაპზე მიდის კიდევ ცენტრალური გზების გაწმენდა. ვფიქრობთ, რომ დღეს საღამოსთვის უკვე ბევრი ლოკაცია იქნება გაწმენდილი და შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა, რის შემდეგაც დავიწყებთ ხიდებზე მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.უამინდობის შედეგად გურიის რეგიონში ადიდებულია მდინარეები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მეწყერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ათამდე სახლი ჩაიყოლა.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0a/282140220_256:0:1024:576_1920x0_80_0_0_2455f64db5958995bd18356bba240526.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია
რა ხდება სტიქიის ზონაში: ბოლო მონაცემები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან
11:45 10.09.2023 (განახლებულია: 17:41 17.10.2023) ორი დღის წინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღდგენისთვის, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას გურიაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
გამყრელიძის განცხადებით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. აქ არ არის წერტილოვან დაზიანებებზე საუბარი, ზოგ ადგილებში მილებია მოწყვეტილი. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია ოთხ სოფელს, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. 10 ათასი აბონენტიდან 1.500-მდეა დარჩენილი მხოლოდ, ვისაც არ მიეწოდება, - განაცხადა მან.
ამ დროისთვის კვლავ რთული ვითარებაა ჩოჩხათის თემის ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში.
„კიდევ დამატებით 100 კაცამდეა, რომლებმაც საკუთარი ნებით და ძალებით გადაწყვიტა სხვაგან წასვლა. ამ ეტაპზე მიდის კიდევ ცენტრალური გზების გაწმენდა. ვფიქრობთ, რომ დღეს საღამოსთვის უკვე ბევრი ლოკაცია იქნება გაწმენდილი და შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა, რის შემდეგაც დავიწყებთ ხიდებზე მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
უამინდობის შედეგად გურიის რეგიონში ადიდებულია მდინარეები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მეწყერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ათამდე სახლი ჩაიყოლა.