კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა: პესკოვმა კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Ylia Pitaliovკიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2023
გამოწერა
თბილისი, 11 სექტემბერი − Sputnik. აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა არ იგეგმება, განუცხადა RTVI-ს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე სამხრეთ კორეულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა „კერძო მატარებლით, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს დატოვა ფხენიანი“ 13 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის მიზნით.

„აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე მსგავსი კონტაქტები არ იგეგმება“, – აღნიშნა პესკოვმა.

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადივოსტოკს 11-12 სექტემბერს ეწვევა და ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 2023 წლის 10-13 სექტემბერს იმართება ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის (DEFU) კამპუსის ტერიტორიაზე. ორშაბათს ფორუმის საქმიანი პროგრამის ძირითადი ნაწილი იწყება.
მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში გეგმავდა რუსეთში ჩასვლას, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განეხილა. როგორც თეთრი სახლი ირწმუნება, რუსეთი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0