https://sputnik-georgia.com/20230905/kim-cen-ini-moskovsi-casvlas-gegmavs-281945020.html
თეთრი სახლი: კიმ ჩენ ინი მოსკოვში ჩავა იარაღის საკითხზე მოსალაპარაკებლად
თეთრი სახლი: კიმ ჩენ ინი მოსკოვში ჩავა იარაღის საკითხზე მოსალაპარაკებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის... 05.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-05T10:23+0400
2023-09-05T10:23+0400
2023-09-05T18:08+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
რუსეთი
ჩრდილოეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24508/51/245085163_0:253:2877:1871_1920x0_80_0_0_e02d5117d3029c5494f7eb7ca7c8160d.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა.მანამდე თეთრი სახლი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე.კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ პირველად გაზეთმა New York Times-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს, სავარაუდოდ, თავისი ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში და პუტინს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება, რომელიც 10-13 სექტემბერს იმართება.როგორც ედრიენ უოტსონმა განუცხადა ჟურნალისტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას ცდილობდა დაერწმუნებინა ფხენიანი, მიეყიდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალები, ხოლო პუტინი და კიმი წერილობით თანხმდებოდნენ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე.მოსკოვმა და ფხენიანმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია. როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ფხენიანსა და მოსკოვს არასდროს არანაირი გარიგება არ ჰქონიათ იარაღთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ „აბსურდული ჭორებია“. თავის მხრივ, რუსეთის ელჩი ფხენიანში ალექსანდრ მაცეგორა აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე საუბარიც კი არ არის, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა ფაქტობრივად ომისწინა ვითარებაშია და არსენალი თავადვე სჭირდება.
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24508/51/245085163_74:0:2803:2047_1920x0_80_0_0_8274da42dede4a6891db3057015efb5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა.
მანამდე თეთრი სახლი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე.
„როგორც უკვე გაფრთხილებდით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი ამ დისკუსიების გაგრძელებას ელოდება — რუსეთის ლიდერთა დონეზე დიპლომატიური ურთიერთქმედების ჩათვლით“, — აღნიშნა უოტსონმა.
კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ პირველად გაზეთმა New York Times-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს, სავარაუდოდ, თავისი ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში და პუტინს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება, რომელიც 10-13 სექტემბერს იმართება.
„პუტინს სურს, რომ კიმმა რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნოს. კიმს კი სურს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას უახლესი სატელიტური ტექნოლოგიები და ატომური წყალქვეშა ნავები მიაწოდოს", — წერს NYT დაზვერვაში არსებულ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ედრიენ უოტსონმა განუცხადა ჟურნალისტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას ცდილობდა დაერწმუნებინა ფხენიანი, მიეყიდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალები, ხოლო პუტინი და კიმი წერილობით თანხმდებოდნენ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებები იარაღის მიწოდების შესახებ და შეასრულოს ფხენიანის მიერ საჯაროდ აღებული ვალდებულება – არ მიაწოდოს და არ მიჰყიდოს იარაღი რუსეთს", — განაცხადა უოტსონმა და იქვე დასძინა, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში შესაძლოა ახალი სანქციები დაწესდეს.
მოსკოვმა და ფხენიანმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია. როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ფხენიანსა და მოსკოვს არასდროს არანაირი გარიგება არ ჰქონიათ იარაღთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ „აბსურდული ჭორებია“. თავის მხრივ, რუსეთის ელჩი ფხენიანში ალექსანდრ მაცეგორა აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე საუბარიც კი არ არის, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა ფაქტობრივად ომისწინა ვითარებაშია და არსენალი თავადვე სჭირდება.