https://sputnik-georgia.com/20230911/euronewsma-awaras-reportaji-miuzrvna-282161657.html
„ფარული განძი" - Euronews-მა აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა
„ფარული განძი" - Euronews-მა აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა
Sputnik საქართველო
აჭარის ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი გაეცნო. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T17:03+0400
2023-09-11T17:03+0400
2023-09-11T20:04+0400
აჭარის მთავრობა
აჭარა
ბათუმი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
თორნიკე რიჟვაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278248685_1:0:1599:899_1920x0_80_0_0_89efccac26cf3036223deed8accd2dbb.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ტელეარხმა Euronews აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა და მას „ფარული განძი" უწოდა. პროგრამის მილიონობით მაყურებელი გაეცნო ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და ახალ იერს, ეკოტურიზმის მიმართულებებს, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორსა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. რეპორტაჟში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. გასულ წელს ბათუმი ისეთი საერთაშორისო ტელეარხებისა და გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორიცაა Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller და მრავალი სხვა. აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2022 წელს აჭარას ეწვია 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი. შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან სულ საქართველოში 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
აჭარა
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278248685_201:0:1400:899_1920x0_80_0_0_a0fce53a56dbd978c6e29d9fead5b54b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარის მთავრობა , აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობა , აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, თორნიკე რიჟვაძე
„ფარული განძი" - Euronews-მა აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა
17:03 11.09.2023 (განახლებულია: 20:04 11.09.2023) აჭარის ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი გაეცნო.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ტელეარხმა Euronews აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა და მას „ფარული განძი" უწოდა.
პროგრამის მილიონობით მაყურებელი გაეცნო ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და ახალ იერს, ეკოტურიზმის მიმართულებებს, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორსა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
რეპორტაჟში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.
„ბათუმი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ამავდროულად ბუნებასთან არის შერწყმული მთელი თავისი ავთენტურობითა და ხიბლით. ეს არის ის, რაც ნამდვილად იზიდავს ყველა სახის მოგზაურს", – აღნიშნა რიჟვაძემ.
გასულ წელს ბათუმი ისეთი საერთაშორისო ტელეარხებისა და გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორიცაა Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller და მრავალი სხვა.
აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2022 წელს აჭარას ეწვია 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი. შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან სულ საქართველოში 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.