https://sputnik-georgia.com/20230911/------282157594.html
გურიაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
გურიაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
გურიის სოფლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T14:45+0400
2023-09-11T14:45+0400
2023-09-11T19:02+0400
საქართველო
სტიქიური მოვლენები
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282089102_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_2379435072cbe4971a0e1a4d4db3ae77.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, წინასწარი შეფასებით, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი. ვიცე-სპიკერის თქმით, ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტი რისკის ზონაში მყოფი ადამიანების გადარჩენა იყო, შემდეგი ნაბიჯი კი მათი ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. „ჩვენ თითოეულ იმ ოჯახთან ვართ კავშირზე, რომლებიც დამეწყრილი სოფლებიდან გაყვანის შემდეგ საჭიროებენ საკვებ პროდუქტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს, ყოველივე ამის უზრუნველყოფა სარეზერვო ფონდიდან ხდება. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც დღის განმავლობაში მოვიდა და სოლიდარობა გამოხატა", – განაცხადა თალაკვაძემ. მისი თქმით, ეს იყო უპრეცედენტო ერთობა – მერიის, ცენტრალური და ადგილობრივი სამსახურების, პოლიციისა და შექმნილ ვითარებაში ჩართული ყველა სხვა სტრუქტურის. ვითარება გურიაში: ბოლო მონაცემები>>>რაც შეეხება არსებულ რისკებს, პოლიტიკოსის თქმით, უსაფრთხოების მიზნით სტიქიის ზონიდან მოქალაქეები გამოიყვანეს, რადგანაც ამ კუთხით გარკვეული რისკები კვლავ არსებობს. კვირას გურიაში ბათუმიდან დამატებითი ტექნიკა ჩავიდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები. გეოლოგები ვითარებას ადგილზე სწავლობენ. მოსახლეობას დახმარებისთვის შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282089102_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0c9b3133f4736a8104effd286e6a5cff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სტიქიური მოვლენები, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სტიქიური მოვლენები, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
გურიაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
14:45 11.09.2023 (განახლებულია: 19:02 11.09.2023) გურიის სოფლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, წინასწარი შეფასებით, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
„შეიძლება უხერხულია ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის მხრიდან ამაზე საუბარი, ვიდრე ზარალის ოდენობა სრულად არ დაითვლება, მაგრამ ზარალი, დიდი ალბათობით, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბებს და მისი საბოლოო დადგენა რამდენიმე დღეში დასრულდება", – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ვიცე-სპიკერის თქმით, ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტი რისკის ზონაში მყოფი ადამიანების გადარჩენა იყო, შემდეგი ნაბიჯი კი მათი ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
„ჩვენ თითოეულ იმ ოჯახთან ვართ კავშირზე, რომლებიც დამეწყრილი სოფლებიდან გაყვანის შემდეგ საჭიროებენ საკვებ პროდუქტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს, ყოველივე ამის უზრუნველყოფა სარეზერვო ფონდიდან ხდება. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც დღის განმავლობაში მოვიდა და სოლიდარობა გამოხატა", – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ეს იყო უპრეცედენტო ერთობა – მერიის, ცენტრალური და ადგილობრივი სამსახურების, პოლიციისა და შექმნილ ვითარებაში ჩართული ყველა სხვა სტრუქტურის.
რაც შეეხება არსებულ რისკებს, პოლიტიკოსის თქმით, უსაფრთხოების მიზნით სტიქიის ზონიდან მოქალაქეები გამოიყვანეს, რადგანაც ამ კუთხით გარკვეული რისკები კვლავ არსებობს.
კვირას გურიაში ბათუმიდან დამატებითი ტექნიკა ჩავიდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები. გეოლოგები ვითარებას ადგილზე სწავლობენ.
მოსახლეობას დახმარებისთვის შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).