https://sputnik-georgia.com/20230911/--------282168330.html
სახელმწიფო მიწების უკანონო მითვისება – მთავრობა ამნისტიის წინადადებით გამოვიდა
სახელმწიფო მიწების უკანონო მითვისება – მთავრობა ამნისტიის წინადადებით გამოვიდა
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი მზადაა და იგი პარლამენტს გადაეგზავნება. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T18:50+0400
2023-09-11T18:50+0400
2023-09-11T21:53+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/31/237363165_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_19f3e39aef453671a9ffb88fcd4e702c.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სასჯელისგან და პირობითი მსჯავრისგან, მათ შორის, ჯარიმისგან გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე უკანონოდ მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.როგორც პრემიერმა განმარტა, ამნისტია შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე („თაღლითობა“) და 362-ე („ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება“) მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს.მისი თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს.ღარიბაშვილის განცხადებით, ამნისტია არ გავრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს თანამდებობის პირებმა, ასევე სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებმა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, აგრეთვე არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე ორგანიზებულმა ჯგუფმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისება დიდი პრობლემაა, რომელიც წლების მანძილზე აქტუალობას არ კარგავს.პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მზადაა და იგი პარლამენტს გადაეგზავნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/31/237363165_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_11be605ca1bbd0595567afe72ce2e92d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
სახელმწიფო მიწების უკანონო მითვისება – მთავრობა ამნისტიის წინადადებით გამოვიდა
18:50 11.09.2023 (განახლებულია: 21:53 11.09.2023) როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი მზადაა და იგი პარლამენტს გადაეგზავნება.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სასჯელისგან და პირობითი მსჯავრისგან, მათ შორის, ჯარიმისგან გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე უკანონოდ მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა განმარტა, ამნისტია შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე („თაღლითობა“) და 362-ე („ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება“) მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს.
„ამნისტიის ფარგლებში პირი, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და აღუსრულებელი ჯარიმისგან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს.
„სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით", – განმარტა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ამნისტია არ გავრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს თანამდებობის პირებმა, ასევე სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებმა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, აგრეთვე არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე ორგანიზებულმა ჯგუფმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისება დიდი პრობლემაა, რომელიც წლების მანძილზე აქტუალობას არ კარგავს.
„პროკურატურაში ათობით საქმეა. მიმდინარეობს გამოძიება, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაუგებრობა იყო. ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ პროკურატურასთან და პარლამენტთან და მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავს საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მზადაა და იგი პარლამენტს გადაეგზავნება.