https://sputnik-georgia.com/20230911/---------282162519.html
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის აზრით, დავით კეზერაშვილის საქმიანობა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებთანაა დაკავშირებული. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T15:24+0400
2023-09-11T15:24+0400
2023-09-11T19:22+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_0:182:2669:1683_1920x0_80_0_0_96c71a7c21b8fae8c2fe62b0c6b10c0e.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ამ ფულით ქართულ ოპოზიციას აფინანსებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების“ უკან კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.მისი თქმით, კეზერაშვილის საქმიანობა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებთანაა დაკავშირებული.თავად კეზერაშვილმა ВВС-ს სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს „უკიდურესად მცდარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს კრიმინალურ ქოლ-ცენტრებთან. ექს-მინისტრმა მიმდინარე წლის მაისში ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ოფიციალურად შეიტანა.„მათ შორის კონკრეტულად ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში. საზოგადოებამ იმსჯელოს, რატომ ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს და რატომ აფინანსებინებენ ქართულ ოპოზიციას ამ ნაძარცვი ფულით“, – განაცხადა კობახიძემ.აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.„გავერთობით!" - მმართველი პარტიის გენმდივანი „ნაცმოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე>>>მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ.ვინ არის კეზერაშვილიდავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ის ვერსიით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_343:184:2291:1645_1920x0_80_0_0_f38ede5cbfd08a5e5b273f2879f39f7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს
15:24 11.09.2023 (განახლებულია: 19:22 11.09.2023) პოლიტიკოსის აზრით, დავით კეზერაშვილის საქმიანობა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებთანაა დაკავშირებული.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ამ ფულით ქართულ ოპოზიციას აფინანსებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების“ უკან კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
„მართლა შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილი დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში და ამავდროულად აფინანსებს საქართველოში, როგორც თავად აღიარა, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კეზერაშვილის საქმიანობა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებთანაა დაკავშირებული.
თავად კეზერაშვილმა ВВС-ს სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს „უკიდურესად მცდარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს კრიმინალურ ქოლ-ცენტრებთან. ექს-მინისტრმა მიმდინარე წლის მაისში ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ოფიციალურად შეიტანა.
„მათ შორის კონკრეტულად ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში. საზოგადოებამ იმსჯელოს, რატომ ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს და რატომ აფინანსებინებენ ქართულ ოპოზიციას ამ ნაძარცვი ფულით“, – განაცხადა კობახიძემ.
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ.
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ის ვერსიით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას.