https://sputnik-georgia.com/20230911/---------282155025.html
კალაძე: საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია
კალაძე: საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობის... 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T11:38+0400
2023-09-11T11:38+0400
2023-09-11T16:13+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. მისი თქმით, „ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით პარტიული კონფერენციების ჩატარებას გააგრძელებს. „ქვეყნის მასშტაბით ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს. 2024 წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წელია – არის საპარლამენტო არჩევნები, რასაც პარტია „ქართული ოცნება" მომზადებული შეხვდება", – განაცხადა კალაძემ. სამნიძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის გამოწვევა იქნება>>>უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას. ეს გამარჯვება საჭიროა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, გაჩაღდეს მეორე ფრონტი, შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზარალდეს ეკონომიკა", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით პარტიული კონფერენციების ჩატარებას გააგრძელებს.
„ქვეყნის მასშტაბით ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს. 2024 წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წელია – არის საპარლამენტო არჩევნები, რასაც პარტია „ქართული ოცნება" მომზადებული შეხვდება", – განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.