https://sputnik-georgia.com/20230906/--2024-------281980765.html
სამნიძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის გამოწვევა იქნება
სამნიძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის გამოწვევა იქნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან ხელისუფლების ოპონენტებმა ვერ შეძლეს... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T14:59+0400
2023-09-06T14:59+0400
2023-09-06T19:48+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23397/20/233972089_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_7623e498c612e74a5eaad1e34d0eb146.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან ხელისუფლების ოპონენტებმა ვერ შეძლეს საზოგადოების დარწმუნება იმაში, თუ სად არის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ვითარება იცვლება.დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხელისუფლების მხილებაა.მისი თქმით, ამ პროცესში, პოლარიზაციის გაღრმავებასთან ერთად, გაძლიერდება ანტიდასავლური კამპანია, ამიტომაც საჭიროა ოპოზიციის სწორი გზავნილები საზოგადოებისთვის.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არ ეთანხმება ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს.ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის გზაზე საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას>>>ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.არჩევნები ახლებურადსაქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23397/20/233972089_158:0:1491:1000_1920x0_80_0_0_9977dea621d118685c9618d428fce776.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან ხელისუფლების ოპონენტებმა ვერ შეძლეს საზოგადოების დარწმუნება იმაში, თუ სად არის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
„ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნებზე, პირველ რიგში, ოპოზიციას ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხს არ სცემს, თუ სად დგას, მაგრამ ეს იმის დასტურია, რომ არ დგას ხელისუფლების გვერდით. ჩვენ ჯერ ვერ შევძელით, ვერ დავარწმუნეთ საზოგადოება, სად არის ალტერნატივა", – განაცხადა სამნიძემ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ვითარება იცვლება.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხელისუფლების მხილებაა.
„ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვამხილოთ, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ აზიანებს ევროპულ მომავალს, თუნდაც (პრეზიდენტის) იმპიჩმენტის პროცესი... მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მას შედეგი არ ექნება, პროცესი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, ამ პროცესში, პოლარიზაციის გაღრმავებასთან ერთად, გაძლიერდება ანტიდასავლური კამპანია, ამიტომაც საჭიროა ოპოზიციის სწორი გზავნილები საზოგადოებისთვის.
„ეს რთულია. ოპოზიციას სჭირდება მეტი კოორდინაცია. სანამ ოპოზიციის მხიდან ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული პოლიტიკური ლანდშაფტი, წინასაარჩევნო ცენტრი, თუ ვინ ვისთან იქნება კოალიციაში, მანამდე ამომრჩეველს ძალიან უჭირს ალტერნატივის დანახვა", – განაცხადა სამნიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არ ეთანხმება ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.