https://sputnik-georgia.com/20230908/montres-lonvenciis-gamo-turqeti-wnexsia-282059211.html
წყარო: თურქეთი წნეხშია მონტრეს კონვენციის გამო
წყარო: თურქეთი წნეხშია მონტრეს კონვენციის გამო
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთი გარკვეულ ზეწოლას განიცდის მონტრეს კონვენციის დაცვასთან დაკავშირებით, განუცხადა სააგენტო რია ნოვოსტის დიპლომატიურმა... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T17:23+0400
2023-09-08T17:23+0400
2023-09-08T19:56+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
თურქეთი
მონტრეს კონვენცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23310/69/233106900_0:272:3073:2000_1920x0_80_0_0_f31f096922e8cdbe06ecc5de017104af.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთი გარკვეულ ზეწოლას განიცდის მონტრეს კონვენციის დაცვასთან დაკავშირებით, განუცხადა სააგენტო რია ნოვოსტის დიპლომატიურმა წყარომ ანკარიდან.ამასთან წყარომ უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი ქვეყნები ახდენენ ზეწოლას ანკარაზე.მანამდე ოპოზიციურმა თურქულმა მედიამ დაწერა, რომ დასავლეთი თურქეთზე ზეწოლას იმის გამო აძლიერებს, რომ ის შავი ზღვის სრუტეებით სამხედრო გემების გავლას ზღუდავს. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის ალტერნატიულ დერეფანზე დისკუსიები დაიწყო.თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ მონტრეს კონვენციის გამოყენებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ის სრუტეებში სტაბილურობას უზრუნველყოფს.მონტრეს კონვენცია — საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას მაქსიმუმ სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.
https://sputnik-georgia.com/20230201/ankara-montres-konvencia-274450943.html
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23310/69/233106900_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_11048b19468ac1ea39da46131e71a16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, თურქეთი , მონტრეს კონვენცია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, თურქეთი , მონტრეს კონვენცია
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთი გარკვეულ ზეწოლას განიცდის მონტრეს კონვენციის დაცვასთან დაკავშირებით, განუცხადა სააგენტო
რია ნოვოსტის დიპლომატიურმა წყარომ ანკარიდან.
„წნეხი პირველივე დღიდან არსებობს, როდესაც ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ [მონტრეს კონვენციის პუნქტების] გამოყენების შესახებ. მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიცია არ შეცვლილა", — აღნიშნა სააგენტოს რესპონდენტმა შესაბამის კითხვაზე პასუხად.
ამასთან წყარომ უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი ქვეყნები ახდენენ ზეწოლას ანკარაზე.
მანამდე ოპოზიციურმა თურქულმა მედიამ დაწერა, რომ დასავლეთი თურქეთზე ზეწოლას იმის გამო აძლიერებს, რომ ის შავი ზღვის სრუტეებით სამხედრო გემების გავლას ზღუდავს. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის ალტერნატიულ დერეფანზე დისკუსიები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ მონტრეს კონვენციის გამოყენებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ის სრუტეებში სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მონტრეს კონვენცია — საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას მაქსიმუმ სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.