იურისტი, რომელიც ახალ პროფესიას დაეუფლა: როცა ოცნებაზე უარს არ ამბობ

© courtesy of Bamaneქეთი კვაჭანტირაძე
ქეთი კვაჭანტირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
გარკვეული დროის მერე მისმა საწარმომ სოციალური დატვირთვა შეიძინა.
„დღეს მე მივადექი ოცნებას, რაც გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა და რისი გამხელისაც სულ მეშინოდა“ – გვითხრა ქეთი კვაჭანტირაძემ, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა. 27 წლის იყო, როცა ახალ ხელობას დაეუფლა და განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლა. თავიდან გადაწყვიტა სამკერვალო საქმე უბრალო საჭიროებისთვის შეესწავლა. ამისთვის კოლეჯში ჩააბარა. ამბობს, რომ დიდი ხელმარჯვეობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომისმოყვარე ყოველთვის იყო. მას შემდეგ კი, რაც ერთ მშვენიერ დღეს „ბამანეს“ სახელით საქმიანობა წამოიწყო, მადლიერი მომხმარებელიც გაიჩინა.
© courtesy of Bamane„ბამანეს“ სადღესასწაულო კაბა
„ბამანეს“ სადღესასწაულო კაბა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
„ბამანეს“ სადღესასწაულო კაბა
- ქეთი, რა დატვირთვა შეიძინა თქვენმა საქმიანობამ და ამ ბიზნეს-იდეამ თუ გაამართლა?
- გაამართლა ჩემმა ბიზნეს-იდეამ, რომ საფეიქრო მრეწველობის ნარჩენებისგან შეკერილიყო საბავშვო საძილე ტომრები და ამ სფეროში ხალხი დასაქმებულიყო. მე დავასაქმე 14-დან 29 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არანაირ სოციალურ აქტივობაში არ იყო ჩართული. მოვიპოვე გრანტი, რომლის მეშვეობითაც კარალეთში სპეციალურად ამ საწარმოსთვის გამოყოფილი ფართის გარემონტება, სამკერვალო მანქანა-დანადგარების შეძენა და ადგილობრივად მცხოვრები ქალების დასაქმება შევძელი.
© courtesy of Bamaneქეთი კვაჭანტირაძე
ქეთი კვაჭანტირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
ქეთი კვაჭანტირაძე
- ამბობთ, რომ საკუთარ თავზე ცდების ჩატარება დაიწყეთ, რას გულისხმობთ?
- ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევრები საკუთარ თავს მივუძღვენი. ვკერავდი ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კლასიკური სამოსიც გავბედე. შემდეგ სადღესასწაულო კაბების კერვა მოვსინჯე. მიხაროდა, რომ ჩემი სამოსით ადამიანებს სიხარულს ვანიჭებდი და მომხარებლებისგან ყურადღებაც არ დამკლებია. ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ქორწილებში პატარძლების მომსახურება და დედოფლობის დღეს „ბამანეს“ კაბებით მათი დამშვენება.
© courtesy of Bamane„ბამანეს“ საქორწინო კაბა
„ბამანეს“ საქორწინო კაბა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
„ბამანეს“ საქორწინო კაბა
- ასეთი სახელწოდება რატომ შეარჩიეთ?
- ეს სახელწოდება სამი სახელის აბრევიატურაა: ბა-ბარბარე – ჩემი პირველი გოგონას სახელია, მა-მარიამი ჩემი და გახლავთ, ეს საქმიანობა მისი დაჟინებული მოთხოვნით დავიწყე. მარცვალი ნე კი ჩემი მეორე გოგონას ელენეს სახელიდანაა აღებული. ვთვლი, რომ სახელი „ბამანე" ჩემთვის დიდი სითბოს, სიყვარულისა და წარმატების მომტანია, ამიტომ ვცდილობ ჩემს მომხმარებლებსაც სითბოთი და სიყვარულით მოვემსახურო.
- თქვენს საწარმოში უკვე 500-ზე მეტი სხვადასხვა დიზაინის კაბა შეიქმნა...
- თავდაპირველად საკუთარი გამოცდილების დაგროვების მიზნით ვკერავდი ყველა სახის ტანსაცმელს, რასაც კი მთხოვდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ უფრო სადღესასწაულო–საღამოს კაბებზე გაიზარდა მოთხოვნა და ჩემი თავიც სწორედ აქ ვიპოვე. ყველა შეკვეთილი ნაწარმი საკუთარი დაუღალავი და რთული შრომის შედეგია. მაგრამ მიმაჩნია, რომ მომხმარებელთა სიყვარულიც ნამდვილად ღირდა ამ შრომად.
© courtesy of Bamaneმოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეს“ კაბით
მოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეს“ კაბით - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
მოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეს“ კაბით
- ვისთან თანამშრომლობა აღმოჩნდა წარმატებული?
- მოდელ ანი სტეფანიშვილთან თანამშრომლობას გავიხსენებ. ჩვენ არაერთი კარგი ნამუშევარი გვაკავშირებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად იმ ფაქტს ჩავთვლი, როცა 2021 წლის სექტემბერში ანიმ ჩვენი ქვეყნის სახელით ალბანეთში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მისი სილამაზე მაშინ სწორედ ჩვენი „ბამანეს“ საფირმო კაბებით იმოსებოდა. უზომოდ დიდი სიხარული იყო, როცა ჩემი კაბები, მისი ულამაზესი მფლობელის დახმარებით, მაღალი დონის სხვადასხვა საღამოებზე დაშრიალებდა. სილამაზის იმ კონკურსში კი საქართველოს პირველი ადგილი ერგო! მოკლედ, ჩვენმა საამაყო გოგომ ძალიან გვასახელა.
© courtesy of Bamaneმოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეში“ შექმნილი კაბით
მოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეში“ შექმნილი კაბით - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
მოდელი ანი სტეფანიშვილი „ბამანეში“ შექმნილი კაბით
- იურისტობა როდის და რატომ გადაწყვიტეთ და შემდეგ რა მოხდა?
- იურისტობა 17 წლის ასაკში გადავწყვიტე, რადგან ყველა მონაცემი მქონდა საიმისოდ, რომ სამართლის სფეროში ღირსეულად შევმდგარიყავი, ამ პროფესიით ვმუშაობდი კიდეც. თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიული ზრდისა და სრულყოფის მიზანი ნამდვილად აღარ შედიოდა ჩემს ინტერესში, რადგან ეს საქმე ჩემს შინაგან მისწრაფებებს ვეღარ პასუხობდა. პროფესიული განათლებით რომ მემსახურა, ამას ოჯახის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გრძნობა მავალებდა.
© courtesy of Bamane„ბამანეს“ საბავშვო ნაწარმი
„ბამანეს“ საბავშვო ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
„ბამანეს“ საბავშვო ნაწარმი
- ახალი საქმიანობის დაწყების დროს რაიმე შიში თუ გქონდათ?
- დიახ, მეშინოდა, იმიტომ რომ დამწყები მკერავისთვის, რომელმაც კერვა საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის ისწავლა, წარმოუდგენელი იყო შეექმნა ისეთი ღირებული რამ, რაც მასობრივ მოწონებას დაიმსახურებდა. პატარძლების მომსახურება კი საერთოდ ილუზიად მიმაჩნდა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ არასოდეს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე, არც მათი ხმამაღლა გამოთქმის შეეშინდეთ. მუდამ უნდა ეძიო რაღაც საინტერესო საკუთარი თავის კუთხე-კუნჭულებში, რადგან იქ როდის რას აღმოაჩენ, არავინ იცის...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0