https://sputnik-georgia.com/20230908/aqondroplazia-282078142.html
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მკურნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მკურნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს
Sputnik საქართველო
მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T20:45+0400
2023-09-08T20:45+0400
2023-09-08T22:02+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, რომლის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს.მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი წინაპირობაა.საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შორის იქნებიან ისინიც, ვისაც ზრდის ზონები ასაკის გამო ყველაზე ადრე ეხურებათ და ასევე მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ.სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მკურნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს
20:45 08.09.2023 (განახლებულია: 22:02 08.09.2023) მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, რომლის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს.
მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი წინაპირობაა.
„აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის გეგმა 2023-2024 წლებისთვის დამტკიცებულია. პირველ ჯგუფში იქნება 5-6 ბავშვი, შემდეგ ეტაპობრივად მოხდება მკურნალობის პროცესის გაფართოება. ვფიქრობთ, რომ მომზადებულია ძალიან კარგად პროცესიული ჯგუფიც და კლინიკაც იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი წარიმართოს შესაბამისად“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შორის იქნებიან ისინიც, ვისაც ზრდის ზონები ასაკის გამო ყველაზე ადრე ეხურებათ და ასევე მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.