https://sputnik-georgia.com/20230908/282076199.html
ჟოზეპ ბორელი: საქართველოსგან მხოლოდ დადებითს ველოდებით
ჟოზეპ ბორელი: საქართველოსგან მხოლოდ დადებითს ველოდებით
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, ველოდებით მხოლოდ დადებითს, განაცხადა ევროკავშირის... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T19:42+0400
2023-09-08T19:42+0400
2023-10-17T17:30+0400
ჯოზეფ ბორელი
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282041065_0:250:3072:1978_1920x0_80_0_0_c70c99f703904fd2d61e1cc80270ec3a.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, ველოდებით მხოლოდ დადებითს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობას შეასრულებს. ბორელის თქმით, ამ რეკომენდაციების შესრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.მისივე ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების შესახებ გამოაქვეყნებს დასკვნას, რომელიც ქვეყნების შესახებ ანგარიშს მოიცავს. ანგარიშში შევა მიღწეული შედეგებისა და პროგრესის სტატუსი და რეკომენდაციები.ჟოზეპ ბორელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282041065_709:276:3072:2048_1920x0_80_0_0_194ebbf924aa613931b33bde534ed5ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯოზეფ ბორელი, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ჯოზეფ ბორელი, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, ველოდებით მხოლოდ დადებითს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობას შეასრულებს.
ბორელის თქმით, ამ რეკომენდაციების შესრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
„მე მგონი უკვე განვმარტე, რომ 12 პრიორიტეტი გვაქვს ჯამში. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია და ეხება იმ რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში — არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება, დემოკრატია გაუმჯობესდეს“, — აღნიშნა ბორელმა.
მისივე ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების შესახებ გამოაქვეყნებს დასკვნას, რომელიც ქვეყნების შესახებ ანგარიშს მოიცავს. ანგარიშში შევა მიღწეული შედეგებისა და პროგრესის სტატუსი და რეკომენდაციები.
„შემდგომი ეტაპისთვის ყველა წევრი სახელმწიფო რეკომენდაციას მისცემს ამ ქვეყნებს და წლის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. გიდასტურებთ: მიმაჩნია, რომ წარმატების მიღწევა ამ პერიოდში ნამდვილად შესაძლებელია და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ამ რეკომენდაციებს ძალისხმევა სჭირდება“, — განაცხადა ბორელმა.
ჟოზეპ ბორელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.