https://sputnik-georgia.com/20230908/-g20-erdorani-liderebs-putintan-molaparakebis-sedegebs-gaacnobs-282069824.html
ერდოღანი G20-ს პუტინთან მოლაპარაკების შედეგებს გააცნობს
ერდოღანი G20-ს პუტინთან მოლაპარაკების შედეგებს გააცნობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინდოეთში „დიდი ოცეულის" მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას და დასავლელ ლიდერებს... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T18:43+0400
2023-09-08T18:43+0400
2023-09-08T20:50+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
დიდი ოცეული - g20
თურქეთი
რუსეთი
მარცვლეულის გარიგება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281969195_0:50:3072:1778_1920x0_80_0_0_8e3aad204a17e1a39769cd4a5a79a3c1.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინდოეთში „დიდი ოცეულის" მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას და დასავლელ ლიდერებს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს, წერს „რია ნოვოსტი" ანკარის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგებსაც გააცნობს, რომელიც ასევე შავი ზღვის ინიციატივის განახლებას შეეხებოდა.რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში 4 სექტემბერს შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების გარშემო არსებულ ვითარებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281969195_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_e02287784dd35127c851975b67edbf1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დიდი ოცეული - g20, თურქეთი , რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დიდი ოცეული - g20, თურქეთი , რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინდოეთში „დიდი ოცეულის" მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას და დასავლელ ლიდერებს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს, წერს „რია ნოვოსტი" ანკარის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
„ბატონი პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამიტის სხდომებში, რომლის თემა წელს იქნება „ერთიანი მსოფლიო, ერთიანი ოჯახი, ერთიანი მომავალი“. სამიტის ფარგლებში ერდოღანი მოლაპარაკებებს გამართავს „დიდი ოცეულის" ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებთან. ძირითადი ყურადღება თურქეთისა და გაეროს ინიციატივას დაეთმობა მარცვლეულის გარიგების განახლებასთან დაკავშირებით“, — აღნიშნა წყარომ.
მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგებსაც გააცნობს, რომელიც ასევე შავი ზღვის ინიციატივის განახლებას შეეხებოდა.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში 4 სექტემბერს შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების გარშემო არსებულ ვითარებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.