https://sputnik-georgia.com/20230908/-----282048134.html
ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T10:55+0400
2023-09-08T10:55+0400
2023-09-08T16:39+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
აჭარა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/83/241668358_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_5cd31fd0ebdf10a362589c59a3d73a3f.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გუშინ, საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ნათქვამია ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, აგრეთვე ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, სავაჭრო ობიექტები.გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული პროცესები გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.შპს „ქობულეთის წყლის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა.გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა.სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 სექტემბერს ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/83/241668358_56:0:944:666_1920x0_80_0_0_7936f719cff5aabea42fcf2b3c71a638.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აჭარა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აჭარა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა
10:55 08.09.2023 (განახლებულია: 16:39 08.09.2023) ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გუშინ, საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ნათქვამია ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, აგრეთვე ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, სავაჭრო ობიექტები.
„ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. მერიის შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს”, – განაცხადეს ქობულეთის მერიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული პროცესები გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შპს „ქობულეთის წყლის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა.
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 სექტემბერს ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც.