https://sputnik-georgia.com/20230908/------282051093.html
სტიქია საქართველოში: გურიაში სამ ადამიანს ეძებენ
სტიქია საქართველოში: გურიაში სამ ადამიანს ეძებენ
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უამინდობასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112"-ში გურიისა და აჭარის რეგიონებიდან 100-ზე მეტი შეტყობინება... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T11:39+0400
2023-09-08T11:39+0400
2023-09-08T16:46+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/67/237576746_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_48241a842e81f4ea65b7499ccb3573f0.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უამინდობასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112"-ში გურიისა და აჭარის რეგიონებიდან 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარიისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა>>>ამჟამად გურიის სხვადასხვა სოფელში სამ ადამიანს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ეძებენ. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.მისი თქმით, მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზე ჩამოწვა.გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა.სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 სექტემბერს ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/67/237576746_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5b4d55b30f588eec348bc2fc40bd6956.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უამინდობასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112"-ში გურიისა და აჭარის რეგიონებიდან 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარიისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ამჟამად გურიის სხვადასხვა სოფელში სამ ადამიანს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ეძებენ. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
„სოფელ ჯიხანჯურში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, მეწყერმა სახლი ჩაიყოლა. მუნიციპალიტეტში მეწყერმა დაახლოებით ათი სახლი წაიღო და დაანგრია", – განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
მისი თქმით, მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზე ჩამოწვა.
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 სექტემბერს ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც.