https://sputnik-georgia.com/20230908/----------282071220.html
არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ჟოზეპ ბორელმა პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ჟოზეპ ბორელმა პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს. 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T16:08+0400
2023-09-08T16:08+0400
2023-09-08T19:33+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282040348_0:298:3072:2026_1920x0_80_0_0_06ea7979efd1d77f4a712022c8dde5cf.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პირობების შესასრულებლად არ არსებობს მოკლე გზა, ეს მოითხოვს დიდ შრომას, პოლიტიკურ ნებას და ევროპული ღირებულებებისადმი მკაფიო ერთგულებას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.ბორელის თქმით, ამოცანები 12 პრიორიტეტის სახით კარგად და მკაფიოდ არის გაწერილი და ამის შესახებ დასკვნაში იყო ნათქვამი. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.ეს განცხადება ბორელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ბორელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.ბორელის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მას სურს ქართველ ხალხს გადასცეს, არის ის, რომ საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ევროპულ ოჯახს.უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის განწყობა უმცირესობაში, აღნიშნა მან. რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას, ბორელის თქმით, ქვეყანაში ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, სადაც ასეთი თანამშრომლობა იქნება შესაძლებელი.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282040348_662:287:3007:2045_1920x0_80_0_0_b8a0981577b66e00c356eea4550f01df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ჟოზეპ ბორელმა პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
16:08 08.09.2023 (განახლებულია: 19:33 08.09.2023) საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პირობების შესასრულებლად არ არსებობს მოკლე გზა, ეს მოითხოვს დიდ შრომას, პოლიტიკურ ნებას და ევროპული ღირებულებებისადმი მკაფიო ერთგულებას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„პირველ რიგში, უნდა მოხდეს პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროს დეოლიგარქიზაცია, სასამართლო, საარჩევნო სისტემების რეფორმა, (მნიშვნელოვანია) მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. და არ არსებობს მოკლე გზა ამის მისაღწევად. ყოველივე ამისთვის საჭიროა ბევრი შრომა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, ამოცანები 12 პრიორიტეტის სახით კარგად და მკაფიოდ არის გაწერილი და ამის შესახებ დასკვნაში იყო ნათქვამი. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დარჩენილი ცხრა შესასრულებელია. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო მათ შესასრულებლად... ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ეს სამუშაო ამად ღირს, რათა თქვენ არა მხოლოდ გახდეთ ევროკავშირის წევრი, არამედ გააუმჯობესოთ თქვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება", – განაცხადა ბორელმა.
ეს განცხადება ბორელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ბორელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ბორელის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მას სურს ქართველ ხალხს გადასცეს, არის ის, რომ საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ევროპულ ოჯახს.
„ბატონო პრემიერო, თქვენ თქვით, რომ ქვეყანას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენდით ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას. საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და ამ პროცესში კონსტრუქციულად იმუშაოს“, – აღნიშნა ბორელმა.
უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის განწყობა უმცირესობაში, აღნიშნა მან. რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას, ბორელის თქმით, ქვეყანაში ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, სადაც ასეთი თანამშრომლობა იქნება შესაძლებელი.
„ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული და ორიენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, რათა ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ამისათვის თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპიზაციისკენ შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი კი მიიღწევა ერთიანი ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად“, – აღნიშნა მან.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.