https://sputnik-georgia.com/20230907/saqartvelom-turets-interpolit-zebnili-piri-gadasca-282037421.html
საქართველომ თურქეთს ინტერპოლით ძებნილი პირი გადასცა
საქართველომ თურქეთს ინტერპოლით ძებნილი პირი გადასცა
Sputnik საქართველო
ბოროტმოქმედმა გასული წლის სექტემბერში სტამბულში მკვლელობა ჩაიდინა. 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T20:08+0400
2023-09-07T20:08+0400
2023-09-07T21:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.აღნიშნული პირი 2022 წლის 8 სექტემბერს ქალაქ სტამბულში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2023 წლის 15 თებერვალს აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა.მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე.საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თურქეთი
საქართველომ თურქეთს ინტერპოლით ძებნილი პირი გადასცა
20:08 07.09.2023 (განახლებულია: 21:33 07.09.2023) ბოროტმოქმედმა გასული წლის სექტემბერში სტამბულში მკვლელობა ჩაიდინა.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნული პირი 2022 წლის 8 სექტემბერს ქალაქ სტამბულში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2023 წლის 15 თებერვალს აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა.
მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, აღნიშნულია
განცხადებაში.