https://sputnik-georgia.com/20230907/kandidatis-statuss-damsaxureba-swirdeba-bevri-samusaoa-sesasrulebeli-boreli-282040100.html
კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი - ბორელი
კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი - ბორელი
Sputnik საქართველო
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ გაწევრიანებისთვის ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აღნიშნა დიპლომატმა. 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T21:40+0400
2023-09-07T21:40+0400
2023-09-07T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1406_1920x0_80_0_0_5bf79946cc85496d083874fa7f0ef072.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უნდა დამსახურება სერიოზული რეფორმებით და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით, საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება საჭიროა არა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად. საბოლოო ჯამში ეს საჭიროა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას.ამასთან მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა.„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოზე, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, ანგარიშს წარადგენს. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია იდეის – მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე“, – განაცხადა ბორელმა.ვოლსკი: წელგამართული ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით >>ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ის ქვეყნის ხელმძღვანელობას და მთავრობის წევრებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ბორელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოსა და შემდგომ მოქმედებებზე იმსჯელებენ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1874_1920x0_80_0_0_cff639e5beb2b764c0ea7b0cc31d6024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი - ბორელი
21:40 07.09.2023 (განახლებულია: 22:11 07.09.2023) ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ გაწევრიანებისთვის ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აღნიშნა დიპლომატმა.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უნდა დამსახურება სერიოზული რეფორმებით და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით, საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად შეიძლება უფლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი”, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება საჭიროა არა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად. საბოლოო ჯამში ეს საჭიროა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა.
„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოზე, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, ანგარიშს წარადგენს. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია იდეის – მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ის ქვეყნის ხელმძღვანელობას და მთავრობის წევრებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ბორელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოსა და შემდგომ მოქმედებებზე იმსჯელებენ.
„საქართველომ დარჩენილი მცირე დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს”, – განაცხადა ბორელმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.