https://sputnik-georgia.com/20230907/iusticiis-saministro-kmayofilia-strasburgis-gadawyvetilebit-melias-saqmeze-282042838.html
იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას საქმეზე
იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას საქმეზე
Sputnik საქართველო
უწყებაში აღნიშნეს, რომ სტრასბურის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T23:37+0400
2023-09-07T23:37+0400
2023-09-07T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049214_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_30a473f1e63985e6063a498560879886.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 2021 წლის თებერვალში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას.მელია აცხადებდა, რომ მისი დაკავება იმ დროს, როცა იგი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს – „თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება" და „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები". ევროპის სასამართლომ ამ დაკავებისას მთლიანად გამორიცხა პოლიტიკური მოტივები.უწყებაში აღნიშნეს, რომ ევროპულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა.იუსტიციის სამინისტროს ასევე მელიას საქმის სრული ქრონოლოგია მოჰყავს.2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პარლამენტში შეჭრას ეცადა.აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. სასამართლომ მისი ელექტრონული მეთვალყურეობა დააწესა, აღნიშნეს უწყებაში.რა ვერ გაიყვეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა: ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები>>>ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს „ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. სასამართლო სხდომას თავად მელია არ ესწრებოდა და მისი დაკავების გადაწყვეტილება დაუსწრებლად იქნა მიღებული.სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მმართველ პარტიასთან ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.მელიას დაკავება უკვე ახალი პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოხდა.ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების ფაქტმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთებული იყვნენ აშშ-ის წარმომადგენლები. მმართველ პარტიაში ხელისუფლების ქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით ახსნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049214_182:146:1126:854_1920x0_80_0_0_b56a1bc32d4746a3758c62f8b026d606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას საქმეზე
უწყებაში აღნიშნეს, რომ სტრასბურის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 2021 წლის თებერვალში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას.
მელია აცხადებდა, რომ მისი დაკავება იმ დროს, როცა იგი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს – „თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება" და „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები". ევროპის სასამართლომ ამ დაკავებისას მთლიანად გამორიცხა პოლიტიკური მოტივები.
„სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყო. სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში პოლიტიკური მოტივები არ იკვეთებოდა და მომჩივნის არგუმენტები არ გაიზიარა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ევროპულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა.
იუსტიციის სამინისტროს ასევე მელიას საქმის სრული ქრონოლოგია მოჰყავს.
2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პარლამენტში შეჭრას ეცადა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. სასამართლომ მისი ელექტრონული მეთვალყურეობა დააწესა, აღნიშნეს უწყებაში.
ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს „ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. სასამართლო სხდომას თავად მელია არ ესწრებოდა და მისი დაკავების გადაწყვეტილება დაუსწრებლად იქნა მიღებული.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მმართველ პარტიასთან ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.
მელიას დაკავება უკვე ახალი პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოხდა.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების ფაქტმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთებული იყვნენ აშშ-ის წარმომადგენლები. მმართველ პარტიაში ხელისუფლების ქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით ახსნეს.