https://sputnik-georgia.com/20230907/evrokavsiri-wuxs-saqartvelosa-da-rusets-soris-pirdapiri-frenebis-ardgenis-gamo-boreli-282033011.html
ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო - ბორელი
ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო - ბორელი
Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2023 წლის მაისში აღადგინა, აკრძალვის შემოღებიდან ოთხი წლის შემდეგ. 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T18:10+0400
2023-09-07T18:10+0400
2023-09-07T20:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2936:1652_1920x0_80_0_0_08c35a5decae503c589afc5166a4148c.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი წუხს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ნებართვის გაცემის შესახებ, განუცხადა საინფორმაციო პორტალ Civil.ge-ს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი ორდღიანი ვიზიტით თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბორელი გეგმავს შეხვედრებს საქართველოს პირველ პირებთან, პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებები რუსეთის „საერთაშორისო იზოლაციაზე მიმართულ ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო ძალისხმევას ეწინააღმდეგება“.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.ღარიბაშვილი: საქართველომ რუსეთთან ფრენების აღდგენისას სწორი პოლიტიკა აირჩია >>მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_c74342a4fd53123699c819fb592b1c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო - ბორელი
18:10 07.09.2023 (განახლებულია: 20:38 07.09.2023) რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2023 წლის მაისში აღადგინა, აკრძალვის შემოღებიდან ოთხი წლის შემდეგ.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი წუხს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ნებართვის გაცემის შესახებ, განუცხადა საინფორმაციო პორტალ Civil.ge-ს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი ორდღიანი ვიზიტით თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბორელი გეგმავს შეხვედრებს საქართველოს პირველ პირებთან, პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
„ძალიან ვწუხვართ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებების გამო“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებები რუსეთის „საერთაშორისო იზოლაციაზე მიმართულ ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო ძალისხმევას ეწინააღმდეგება“.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.