ღარიბაშვილი: საქართველომ რუსეთთან ფრენების აღდგენისას სწორი პოლიტიკა აირჩია

© photo: Sputnik / Arpi Beglaryanთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2023
გამოწერა
ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლის პოლიტიკას, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა აირჩია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კუთხით და სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. ივლისის შუა რიცხვებში რეისების შესრულება დაიწყო რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მაც.
„ჩვენ სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ თავიდანვე, ჩვენ განვსაზღვრეთ ის კომპანიები და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები ასევე კომპანიები და ასევე ის თვითმფრინავები, რომლებიც დაფრინავენ საქართველოში, ეს არის მთავარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარმა დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანაში ეფექტური სისტემა არის შექმნილი და საქართველოს გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის.
„პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი, პერიოდულად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
„ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვს.
კობახიძე: საქართველო-რუსეთს შორის ფრენები ევროკავშირში რუსების ნაკადზე ვერ იმოქმედებს >>>
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტისას განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად „საქართველოს ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული". შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტის და საფინასო სექტორის კონტროლისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0