https://sputnik-georgia.com/20230907/-2023------282024892.html
რთველი 2023: რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღევანდელი მდგომარეობით
რთველი 2023: რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღევანდელი მდგომარეობით
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T15:00+0400
2023-09-07T15:00+0400
2023-09-07T19:37+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249577062_0:134:3162:1913_1920x0_80_0_0_f438baaae4b31095a204c10f915db3e1.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 27 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 10 ათას ტონამდე „საფერავი“, 1,1 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს მოსავალი 2,7 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. უწყების ცნობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 3.077 ტონა დაზიანებული ყურძენი.რთველი 2023: ყურძენზე მოთხოვნა და მისი ღირებულება გაიზარდა>>>დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმომ მზადყოფნა გამოთქვა მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს შეისყიდიან.მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249577062_216:0:2945:2047_1920x0_80_0_0_b55722ef4f0558997d0127cddd6787f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რთველი 2023: რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღევანდელი მდგომარეობით
15:00 07.09.2023 (განახლებულია: 19:37 07.09.2023) მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 27 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 10 ათას ტონამდე „საფერავი“, 1,1 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს მოსავალი 2,7 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
უწყების ცნობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 3.077 ტონა დაზიანებული ყურძენი.
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმომ მზადყოფნა გამოთქვა მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს შეისყიდიან.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.