https://sputnik-georgia.com/20230906/rtveli-2023-yurzenze-motxovna-da-misi-rirebuleba-gaizarda-281999992.html
რთველი 2023: ყურძენზე მოთხოვნა და მისი ღირებულება გაიზარდა
რთველი 2023: ყურძენზე მოთხოვნა და მისი ღირებულება გაიზარდა
Sputnik საქართველო
ღვინის ქარხნებმა უკვე 20 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს. 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T21:22+0400
2023-09-06T21:22+0400
2023-09-06T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259023891_0:136:995:696_1920x0_80_0_0_18b44792f8d139b54803066e47cde384.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ღვინის ექსპორტის ზრდის ფონზე 2023 წელს კერძო სექტორის მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე გაიზარდა, რაც პროდუქციის შესასყიდ ფასზეც აისახა – ყურძენი 2022 წელთან შედარებით გაძვირდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის.რუსეთი უკვე წლებია ძირითადი ექსპორტიორია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული.რთველი ტრადიციულად დაიწყო დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში. ახლა რთველი აქტიურ ფაზაშია უკვე კახეთის ყველა რაიონში.ნინო წილოსანმა ფერმერებს ვენახების უფრო აქტიური დაზღვევისკენ მოუწოდა >>სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 11 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 7,5 ათას ტონამდე „საფერავი“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.თელავში 24 აგვისტოს რთველის საკოორდინაციო შტაბი ამუშავდა. მასში უკვე რეგისტრირებულია 220 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს იბარებენ.დაზიანებული ყურძენიგარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესი.3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის. წინასწარი მონაცემებით, სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.როგორ მიმდინარეობს კახეთში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესი? >>ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 2.080 ტონა დაზიანებული ყურძენისახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 90 თეთრად იბარებს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259023891_20:0:948:696_1920x0_80_0_0_6bc0cd678626e36308a637231f0c6692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
რთველი 2023: ყურძენზე მოთხოვნა და მისი ღირებულება გაიზარდა
21:22 06.09.2023 (განახლებულია: 22:33 06.09.2023) ღვინის ქარხნებმა უკვე 20 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ღვინის ექსპორტის ზრდის ფონზე 2023 წელს კერძო სექტორის მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე გაიზარდა, რაც პროდუქციის შესასყიდ ფასზეც აისახა – ყურძენი 2022 წელთან შედარებით გაძვირდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის.
რუსეთი უკვე წლებია ძირითადი ექსპორტიორია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული.
„ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების „რქაწითელის“ საშუალო ფასი 2023 წლის რთველის ამ პერიოდში შეადგენს 1,08 ლარს (2022 წელს იყო 0,92 ლარი), ხოლო „საფერავის“ – 1,56 ლარს (2022 წელს – 1,50 ლარი). ხარისხიან „რქაწითელში“ კერძო საწარმოების მიერ დაფიქსირდა 1 კგ – 1,35 ლარი, ხოლო „საფერავში“ – 1,80 ლარის გადახდაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
რთველი ტრადიციულად დაიწყო დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში. ახლა რთველი აქტიურ ფაზაშია უკვე კახეთის ყველა რაიონში.
სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 11 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 7,5 ათას ტონამდე „საფერავი“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
თელავში 24 აგვისტოს რთველის საკოორდინაციო შტაბი ამუშავდა. მასში უკვე რეგისტრირებულია 220 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს იბარებენ.
გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესი.
3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის. წინასწარი მონაცემებით, სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 2.080 ტონა დაზიანებული ყურძენი
სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 90 თეთრად იბარებს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.