https://sputnik-georgia.com/20230907/--------282019593.html
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა იზრდება
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა იზრდება
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „გლობალური ომის პარტიაა“ დამნაშავე იმაში, რომ 2022 წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო. 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T13:49+0400
2023-09-07T13:49+0400
2023-09-07T19:04+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/11/248691151_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_9bb1355f2070b10fce49afa31109249c.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივა იზრდება მიუხედავად ქვეყნის შიდა და გარე არაკეთილმოსურნეების ინტრიგებისა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ხელისუფლება კი არა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია პროდასავლურ კურსს და პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. კობახიძეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა.ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიაა“ დამნაშავე იმაში, რომ 2022 წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო.მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ამ ეტაპზე „გლობალური ომის პარტიას" არ აწყობს, რომ საქართველოს სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვას.დღევანდელი მოცემულობით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, ამით „გლობალური ომის პარტია" მხოლოდ წააგებს, დასძინა პოლიტიკოსმა.საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მიზეზები და ოპოზიციის გადაბირების პერსპექტივები>>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.ვროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.როგორც ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/11/248691151_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_501aef87cb9c0ade24542726db0529f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა იზრდება
13:49 07.09.2023 (განახლებულია: 19:04 07.09.2023) მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „გლობალური ომის პარტიაა“ დამნაშავე იმაში, რომ 2022 წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივა იზრდება მიუხედავად ქვეყნის შიდა და გარე არაკეთილმოსურნეების ინტრიგებისა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„თავადაც ხედავენ, რომ პერსპექტივა (კანდიდატის სტატუსის მიღების) არის გაზრდილი. უხეშად რომ ვთქვათ, იგი 50/50-ზეა, მაგრამ აშკარად დადებითი ტენდენციაა. ამას ხედავენ და ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებამ რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაიწეროს. სასოწარკვეთილი ქმედებები აქვთ", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ხელისუფლება კი არა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია პროდასავლურ კურსს და პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.
კობახიძეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა.
„საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ამ მოსახლეობამ აირჩია „ქართული ოცნება“. ხელისუფლება და ხალხი, როგორც დემოკრატიული სისტემის ელემენტები, არის ერთი და იგივე. ამას ვინც არ აღიარებს, ის უბრალოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს. სრული ფარსია გამოთქმა – „ჩვენ სტატუსი მივეცით ხალხს და არა ხელისუფლებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიაა“ დამნაშავე იმაში, რომ 2022 წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლების ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „ლოკალური ომის პარტიას“ უწოდებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ამ ეტაპზე „გლობალური ომის პარტიას" არ აწყობს, რომ საქართველოს სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვას.
„მაშინ იყო რადიკალურად განსხვავებული ვითარება როგორც საქართველოში, ისე ჩვენ გარშემო და მაშინ იყო უფრო მყარი იმედი იმისა, რომ ვიღაც მოახერხებდა აქ ვითარების არევას, რევოლუციის მოწყობას, საქართველოს ომში ჩართვას. დღეს ეს მოცემულობა ქვეყნის შიგნითაც და ჩვენ გარშემოც არის რადიკალურად შეცვლილი", – განაცხადა კობახიძემ.
დღევანდელი მოცემულობით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, ამით „გლობალური ომის პარტია" მხოლოდ წააგებს, დასძინა პოლიტიკოსმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ვროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.