პოლიტიკის მიღმა: სტრასბურგმა ნიკა მელიას დაკავებაში პოლიტიკური მოტივები ვერ დაადგინა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას.
მელია აცხადებდა, რომ მისი დაკავება იმ დროს, როცა იგი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს – „თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება" და „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები".
სასამართლომ ვერ დაადგინა მელიას უფლებების დარღვევა დაკავებისა და მის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი პროცესების დროს და განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება დაკავების გზით მელიას პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორების შესახებ, რასაც თავად ოპოზიციონერი ამტკიცებდა.
რა ვერ გაიყვეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა: ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები>>>
ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს „ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. სასამართლო სხდომას თავად მელია არ ესწრებოდა და მისი დაკავების გადაწყვეტილება დაუსწრებლად იქნა მიღებული.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მმართველ პარტიასთან ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.
მელიას დაკავება უკვე ახალი პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოხდა.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების ფაქტმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთებული იყვნენ აშშ-ის წარმომადგენლები. მმართველ პარტიაში ხელისუფლების ქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით ახსნეს.
ყველა ახალი ამბავი
0