https://sputnik-georgia.com/20230906/salivanma-kim-cen-ini-gaafrtxia-281972994.html
სალივანი: ფხენიანს ძვირი დაუჯდება მოსკოვისთვის იარაღის მიცემა
სალივანი: ფხენიანს ძვირი დაუჯდება მოსკოვისთვის იარაღის მიცემა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვსა და ფხენიანს შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ჩრდილოეთ კორეას ძალიან ძვირი... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T11:29+0400
2023-09-06T11:29+0400
2023-09-06T17:03+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281972635_0:616:1488:1453_1920x0_80_0_0_3abfdeb0b3289ab6b9d7da809853bed7.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვსა და ფხენიანს შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ჩრდილოეთ კორეას ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უკრაინაში გამოსაყენებლად, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.მისი თქმით, მოსკოვი „ნებისმიერ შესაძლო წყაროს ეძებს“ საბრძოლო მასალის შესაძენად და ამიტომ აშშ კვლავაც განაგრძობს ზეწოლას რუსეთის თავდაცვით ბაზაზე.მანამდე, 4 სექტემბერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს.კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ პირველად გაზეთმა New York Times-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს, სავარაუდოდ, თავისი ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში და პუტინს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება, რომელიც 10-13 სექტემბერს იმართება.წყარო: Reuters
https://sputnik-georgia.com/20230905/kim-cen-ini-moskovsi-casvlas-gegmavs-281945020.html
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281972635_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_b927f50d261247509fa815718034af5d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ჩრდილოეთი კორეა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ჩრდილოეთი კორეა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვსა და ფხენიანს შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ჩრდილოეთ კორეას ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უკრაინაში გამოსაყენებლად, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ცუდად აისახება ჩრდილოეთ კორეაზე. ამისთვის მას მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს საერთაშორისო თანამეგობრობაში“, — აღნიშნა სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოსკოვი „ნებისმიერ შესაძლო წყაროს ეძებს“ საბრძოლო მასალის შესაძენად და ამიტომ აშშ კვლავაც განაგრძობს ზეწოლას რუსეთის თავდაცვით ბაზაზე.
მანამდე, 4 სექტემბერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს.
კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ პირველად გაზეთმა New York Times-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს, სავარაუდოდ, თავისი ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში და პუტინს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება, რომელიც 10-13 სექტემბერს იმართება.