CSTO-ს სამხედრო სწავლებამ „შესანიშნავი“ შეფასება მიიღო

© photo: Sputnik / Victor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშიОДКБ-ს სამხედრო წვრთნების გახსნა
ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გენერალური მდივნის მოადგილემ ვალერი სემერიკოვმა ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო სწავლებას უმაღლესი შეფასება მისცა, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„სწავლება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული დაგეგმვის, მართვის ორგანიზაციის, ყველა სახის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩემი პირადი შეფასება „შესანიშნავია", — უთხრა მან ჟურნალისტებს.

სემერიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ მოწვეულ უცხოელ დამკვირვებლებს ბევრი რამ ჰქონდათ სანახავი.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ — მათ ჰქონდათ სანახავი, ჩვენ კი გვქონდა საჩვენებელი", — განაცხადა მან.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები „საბრძოლო ძმობა-2023" ბელარუსის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო და 6 სექტემბერს დასრულდება. ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლების ფარგლებში ტარდება ერთობლივი სწავლება ოპერატიული რეაგირების კოლექტიურ ძალებთან „ურთიერთქმედება -2023", სპეციალური სწავლება დაზვერვის ძალებთან და საშუალებებთან „ძიება-2023", სპეციალური სწავლება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ძალებთან და საშუალებებთან „ეშელონი-2023", სპეციალური სწავლება ქიმიური და რადიაციული თავდაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთობლივი ფორმირებით „ბარიერი-2023". გარდა ამისა, ამავე პერიოდში ბელარუსში მიმდინარეობს CSTO სამაშველო ქვედანაყოფების სწავლება „სკალა-2023".
ყველა ახალი ამბავი
0