https://sputnik-georgia.com/20230906/-2023--------281981994.html
რთველი 2023 - რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღევანდელი მდგომარეობით
რთველი 2023 - რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღევანდელი მდგომარეობით
Sputnik საქართველო
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T16:41+0400
2023-09-06T16:41+0400
2023-09-06T21:04+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fdca12d22156a31c4c2846b64dade53a.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 20 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გადამუშავებული ყურძნიდან 11 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 7,5 ათას ტონამდე „საფერავი“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.უწყების ცნობით, ექსპორტის ზრდის ფონზე და ყურძნის შესყიდვაზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რაც ასევე აისახა ყურძნის შესასყიდ ფასზეც.სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეუფერხებლად მიმდინარეობს სეტყვით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.შაბათს, 2 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. მთავრობამ პირობა დადო, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმოები ჩაიბარებენ. თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 2.080 ტონა დაზიანებული ყურძენი.როგორ მიმდინარეობს კახეთში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესი?>>>დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმომ მზადყოფნა გამოთქვა მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით მასში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს შეისყიდიან.მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0828ccd46716bacb3a75f2f85b90a851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რთველი 2023 - რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღევანდელი მდგომარეობით
16:41 06.09.2023 (განახლებულია: 21:04 06.09.2023) სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 20 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამუშავებული ყურძნიდან 11 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 7,5 ათას ტონამდე „საფერავი“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
უწყების ცნობით, ექსპორტის ზრდის ფონზე და ყურძნის შესყიდვაზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რაც ასევე აისახა ყურძნის შესასყიდ ფასზეც.
„წლევანდელ რთველის სეზონზე 1 კგ „რქაწითელის“ საშუალო ფასი შეადგენს 1,08 ლარს (2022 წელს იყო 0,92 ლარი), ხოლო „საფერავის“ – 1,56 ლარს. გასულ წელს მისი ფასი 1,5 ლარი იყო. კერძო საწარმოები 1 კგ ხარისხიან „რქაწითელს“ 1,35 ლარად, ხოლო „საფერავს“ – 1,8 ლარად იბარებენ", – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეუფერხებლად მიმდინარეობს სეტყვით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
შაბათს, 2 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. მთავრობამ პირობა დადო, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმოები ჩაიბარებენ. თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 2.080 ტონა დაზიანებული ყურძენი.
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმომ მზადყოფნა გამოთქვა მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით მასში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს შეისყიდიან.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.