საქართველოს საზღვარზე იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
მებაჟეებმა საბაჟო კონტროლის განხორციელებისას პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სომხეთიდან და თურქეთიდან ცეცხლსასროლი იარაღი შემოჰქონდათ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობის ფაქტები საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „სადახლო-საავტომობილო“ აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილების შემოწმებისას პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0