https://sputnik-georgia.com/20230905/putinisa-da-erdoranis-sexvedra-sowsi-281944756.html
პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების დეტალებს დასავლეთს შეატყობინებენ
პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების დეტალებს დასავლეთს შეატყობინებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის სოჭში მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის... 05.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-05T09:34+0400
2023-09-05T09:34+0400
2023-09-05T17:37+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მარცვლეულის გარიგება
რუსეთი
თურქეთი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281934979_0:0:2671:1503_1920x0_80_0_0_e31bf7bba3702ade822e1c9abc007932.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის სოჭში მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის გარიგების შესახებ დასავლეთს დიპლომატიური არხებით მიეწოდება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ თურქეთის დელეგაციიდან.მისი თქმით, თურქული მხარე განაგრძობს შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების განახლებაზე მუშაობას.სააგენტოს კითხვაზე, აპირებს თუ არა ანკარა დასავლელ პარტნიორებს გააცნოს თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის გარიგების შესახებ, წყარომ უპასუხა:რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს სოჭში შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების გარშემო არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა საკითხებზე იმსჯელეს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ორი-სამი კვირის შემდეგ აფრიკის ექვსი ქვეყნისთვის უფასო მარცვლეულის მიწოდებას შეუდგება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა ხელი შეუწყოს რუსული მარცვლეულის გადამუშავებას გაჭირვებულ ქვეყნებში შემდგომი გაგზავნის მიზნით.როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა გააცოცხლოს მარცვლეულის გარიგება, როგორც კი ყველა დაფიქსირებული შეთანხმება შესრულდება.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281934979_0:0:2671:2003_1920x0_80_0_0_469b032a20e579681341118c040d1471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, რუსეთი, თურქეთი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, რუსეთი, თურქეთი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის სოჭში მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის გარიგების შესახებ დასავლეთს დიპლომატიური არხებით მიეწოდება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ თურქეთის დელეგაციიდან.
მისი თქმით, თურქული მხარე განაგრძობს შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების განახლებაზე მუშაობას.
სააგენტოს კითხვაზე, აპირებს თუ არა ანკარა დასავლელ პარტნიორებს გააცნოს თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის გარიგების შესახებ, წყარომ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება. გულხელდაკრეფილი არ დავსხდებით, განაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ განხორციელდეს წინადადებების ახალი პაკეტის ის პუნქტები, რაზეც ბატონი ერდოღანი საუბრობდა. მარცვლეულის გარიგების განახლება ჩვენი პრიორიტეტია“.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს სოჭში შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების გარშემო არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ორი-სამი კვირის შემდეგ აფრიკის ექვსი ქვეყნისთვის უფასო მარცვლეულის მიწოდებას შეუდგება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა ხელი შეუწყოს რუსული მარცვლეულის გადამუშავებას გაჭირვებულ ქვეყნებში შემდგომი გაგზავნის მიზნით.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა გააცოცხლოს მარცვლეულის გარიგება, როგორც კი ყველა დაფიქსირებული შეთანხმება შესრულდება.