პიტერ სიიარტო: ბუდაპეშტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანმშრომლობას კავკასიასთან

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
უნგრეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. უნგრეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას კავკასიის რეგიონთან, რასაც მოწმობს ოქტომბერში დაგეგმილი სამიტი ორი ქვეყნის მთავრობების წევრების მონაწილეობით, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას“, -განაცხადა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი.
უნგრეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი და ამისთვის ყველაფერი გააკეთა.
„ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისია.
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის გზაზე საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0